logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ელჩების კონფერენციაზე  ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით მეტი წარმატების მიღწევის გზებზე იმსჯელეს
ელჩების კონფერენციაზე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით მეტი წარმატების მიღწევის გზებზე იმსჯელეს
16:38 21.12.2019
"გვაქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი ორივე მიმართულებით, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი მოლოდინი და გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს მეტი ინტეგრაცია ევროკავშირში"- განაცხადა დავით ზალკალიანმა "ელჩების კონფერენცია 2019"-ის შეჯამებისას, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორი მთავარი პრიორიტეტი - ევროპულ სტრუქტურებში და ნატოში ინტეგრაცია - იყო.

მინისტრის თქმით, 2019 წელს საქართველომ გააქტიურა ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი, რაც მხოლოდ საქართველოსთვის შეიქმნა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირი საქართველოს აღიარებს, როგორც ლიდერ ქვეყანას აღმოსავლეთ ევროპის სხვა პარტნიორ ქყვეყნებთან მიმართებაში. ამის დასტურად მინისტრმა მოიყვანა უმაღლესი დონის შეხვედრა ბრიუსელში; ევროკავშირთან არსებული უსაფრთხოების დიალაგი, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა - კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელიც საქართველომ წარადგინა ევროკავშირის წინაშე და რომლის ეფექტიან იმპლემენტაციაზეც, ასოცირების დღის წესრიგთან ერთად, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. ელჩების კონფერენციის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ყველა დიპლომატიურ მისიას მიეცა დავალება გააქტიურონ საქმიანობა ამ მიმართულებით, როგორც ორმხრივ ფორმატებში, ისე ბრიუსელთან, რადგან საქართველოსთვის ეს არის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი.

მინისტრის თქმით, საქართველოს კარგად ესმის და აანალიზებს ევროკავშირის შიგნით შექმნილ სიტუაციას. "იმ გამოწვევების ფონზე, რაც ევროკავშირის წინაშე არსებობს, ჩვენ ადეკვატურები უნდა ვიყოთ და რეალისტური გეგმები განვსაზღვროთ საქართველოს ევოკავშირში ინტეგრაციის კუთხით. საბოლოო მიზანი არის წევრობა, მაგრამ ჩვენ უნდა ვეძებოთ ის ეფექტური მექანიზმები, ფორმატები, რაც ჩვენ კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ევროკავშირთან" - განაცხადა მინისტრმა.

ახალი ფორმატების განსაზღვრის კუთხით, გარდა საგზაო რუკისა, მინისტრმა გამოყო ე.წ. უკრაინა-საქართველო-მოლდოვას ტრიოს ფორმატი, რომლის დეკლარირებაც ბრატისლავაში მოხდა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პარტნიორებთან ერთად გაგრძელდება აქტიური მუშაობა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ბათუმის კონფერენციაზე, რომელიც წელს უპრეცენდენტო იყო თავისი მასშტაბებით, შინაარსითა და მონაწილეთა რაოდენობით. ზალკალიანის განცხადებით, ბათუმის ევროპული კონფერენცია მომოვალ წელსაც გაიმართება და იქნება ადეკვატური იმ გამოწვევებისა და იმ არსებული სიტუაციიისა, რომელიც არის ევროკავშირის ფარგლებში შექმნილი.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე ევროკავშირთან მეტი სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას და ქვეყნის ფუნქციური მომზადების აუცილებლობას.

შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ხაზი გაესვა 2019 წელს, როგოც ნატოში ინტეგრაციის კუთხით უპრეცედენტო წელს. მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს გაიმართა მაღალი დონის ვიზიტები და ღონისძიებები. მისი თქმით, საქართველოს მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმები აქვს.

"წელს ვუმასპინძლლეთ ნატოს გენერალურ მდივანს, გვქონდა სამხედრო კომიტეტის ვიზიტი; ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი; საზღვაო მთავარსარდლის ვიზიტი და მომავალი წელიც იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველო აქტიურად იყოს ჩართული მინისტერიალებში. წელს გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის 18 შეხვედრა, რაც მიანიშნებს ურთიერთობების ინტენსივობაზე" - აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრის ინფორმაციით, ასევე გამოიკვეთა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის პრიორიტეტები, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოება.
ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს წვლილს გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ გამკლავებაში, რაც გამოიხატება საქართველოს მონაწილეობით სწრაფი რეაგირების მისიაში ავღანეთში.

"ელჩების კონფერენცია 2019: საქართველო ევროპის საბჭოს ქვეყანა - საერთო ღირებულებების, უფლებებისა და თავისუფლებისთვის" 2019 წლის 17 დეკემბერს გაიხსნა და 20 დეკემბერს მინისტრის შემაჯამებელი ბრიფინგით დაიხურა .

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა