logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო ტელედებატებს სთავაზობს
საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო ტელედებატებს სთავაზობს
12:35 29.08.2012
საზოგადოებრივი მაუწყებელი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნოდ ტელედებატებს სთავაზობს. ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჭანტურიას თქმით, ტელედებატებში მონაწილეობის უფლება აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, კოალიცია „ქართულ ოცნებას“, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“.

ჭანტურიას თქმით, სულ გაიმართება ორი ტელედებატი პირველი-პარტიების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის დაგეგმილია 9 სექტემბერს, ხოლო მეორე დებატი - საარჩევნო სიის პირველ ნომრებს შორის 18 სექტემბერს შედგება.

ჭანტურიას განმარტებით, დებატები მონაწილეებთან წინასწარ შეთანხმებული წესების მიხედვით გაიმართება, რომლებიც საარჩევნო სისტემასთან საერთაშორისო ფონდის ექსპერტების მიერ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით არის შემუშავებული.

წესები კი ასეთია - სულ დაისმება სამი კითხვა, რომლებსაც მონაწილეები დებატების დაწყებამდე ერთი საათით ადრე გაეცნობიან. კითხვაზე პასუხების გასაცემად ყველა მონაწილეს ერთნაირი დრო გამოეყოფა. ამასთან, მათ დამატებით ექნებათ ერთი წუთი ოპონენტის პასუხის კომენტირებისთვის.

ტელეტებატებში დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემის რიგითობის დასადგენად, დებატების წინა დღეს მონაწილეებს შორის წილისყრა გაიმართება.

ყველა მონაწილე სუბიექტს შესაბამისი ოფიციალური მოწვევა დღესვე გაეგზავნება. მათგან პასუხს საზოგადოებრივი მაუწყებელი 4 სექტემბრის 18.00 საათამდე ელის.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა