logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ჰყავს-დავით ზალკალიანი: საქართველოზე უფრო ახლო პარტნიორი დასავლეთს და აშშ-ს ამ რეგიონში არ ჰყავს
ჰყავს-დავით ზალკალიანი: საქართველოზე უფრო ახლო პარტნიორი დასავლეთს და აშშ-ს ამ რეგიონში არ ჰყავს
19:01 20.12.2019
"მოდით ფაქტებით ვისაუბროთ, მინდა ვთქვა, რომ კატეგორიულად არ ვიზიარებ ამ სტატიის პათოსს, როგორ შეიძლება საქართველო დაადანაშაულო კურსის ცვლაში რუსეთისკენ მიმართულების აღებაში.ის რეალური შედეგი რაც ჩვენ გვაქვს, აბსოლუტურად საწინააღმდეგოს მეტყველებს."- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ-ში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით,საქართველოზე უფრო ახლო პარტნიორი დასავლეთს და აშშ-ს ამ რეგიონში არ ჰყავს, რაც გამყარებულია ფაქტებით:

"საქართველოს შეაქვს წვლილი ავღანეთში ჩვენს ნატოელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სწრაფი რეაგირების მისიაში. ჩვენ 32 თანამემამულე დავკარგეთ ამ მისიაში.ეს ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის, თითოეული ამ ადამიანის სიცოცხლე ჩვენთვის არის უძვირფასესი. ეს არის ჩვენი წვლილი, კონტრიბუცია იმ გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ, რასაც ერთად ებრძვის მთელი დასავლური სამყარო, ჩვენი პარტნიორები , ევროპა და ამერიკა. გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ყურადღებით გადაავლეთ თვალი, როგორი კონკრეტული შედეგები გვაქვს ამერიკისთან სტრატეგიულო პარტნიორობის კუთხით.თვდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ახალ სამწლიან შეთანხმებას მოეწერა ხელი,რამდენიმე კვირის წინ.ეს არის საქართველოს კურსის ცვლა რუსეთისკენ ?" - განაცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას.

მინისტრის თქმით, ქვეყნის მთავარ დოკუმენტში - კონსტიტუციაში, ასევე პარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოს მთავრობის დოკუმენტში, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში, აღნიშნულია, რომ ქვეყნის პრიორიტეტი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

"კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, ასოცირების შეთანხმება გვაქვს, ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა,ვიზალიბერალიზაცია, გაცხადებული მიზანი გვაქვს, რომ ჩვენ გვინდა ევროპული პერსპექტივა, ეს არის ქვეყნის კურსის ცვლა? თუნდაც დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით და დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნის კუთხით, განხორციელების კუთხით,მედიის თავისუფლების კუთხით, რეიტინგებში, ბიზნესის კეთების კუთხით,ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, რომელიც ქვეყნის სტარეგიულ ფუნქციას ზრდის.სადაც არის ამერიკის,ევროპის ინტერესები,სადაც არის ბრიტანული და ამერიკული კომპანიების ინტერესები". დავით ზალკალიანის შეფასებით, ეს ყველაფერი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის და რეგიონში საქართველოს ფუნქციის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასტურია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა