logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: „ეს დათმობა კი არა საღი აზრი და რაციონალური შეთავაზებაა“
გიორგი ვოლსკი: „ეს დათმობა კი არა საღი აზრი და რაციონალური შეთავაზებაა“
18:33 20.12.2019
"ეს არის რაციონალური წინადადება, რომელიც ოპონენტ მხარესაც უნდა აწყობდეს, რომ გამოსავალი ნახონ პარტიათა შორის ურთიერთობაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით, ვინაიდან მცდელობების მიუხედავად, ეს კრიზისი საზოგადოებაში ვერანაირად ვერ გადადის. თუმცა, დღეს თუ ვერ ქმნის კრიზისს, ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლოა ხვალ სხვა ხასიათი მიიღოს. ამიტომ პასუხისმგებლობა მარტო ჩვენი არ არის. პასუხისმგებლობის ლომის წილი ოპოზიციასაც ეკუთვნის", - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
ვიცე სპიკერის თქმით, მმართველი გუნდის შეთავაზება და ანალიზი ემყარებოდა იმას, რომ ვერც ერთი პარტია ვერ მოახერხებდა ისეთი უმრავლესობის შექმნას, რომელიც სრულად აიღებდა თავის თავზე პასუხისმგებლობას. "რასაც ჩვენ ვამბობთ 100/50-ზე ასევე, იმ ხალხისთვისაც არის გარკვეული კომპრომისი, რომელიც კითხვის ნიშნებს სვამს. ეს არის კითხვის ნიშანი იმ საფრთხის შესახებ, რაც საქართველოს რეალურად ემუქრება თუკი, კოალიციური ხელისუფლება არ შეიქმნა. ეს საფრთხე არსებობს და ამ საფრთხიდან გამომდინარე დაუპირისპირდა ამას ჩვენი გუნდის გარკვეული ნაწილი. ეს დათმობა კი არა საღი აზრი და რაციონალური შეთავაზებაა. შეთავაზებულია ძალიან სამართლიანი წინადადება, იმის გათვალისწინებით რომ ბლოკების შენარჩუნება, პროცენტული ბარიერის შენარჩუნება დარჩება ძალაში. თუკი დაგვეთანხმებიან ჩვენ ოპოზიციასთან ერთად, თავისუფლად შეგვიძლია მივიღოთ ის ფორმულა, სადაც მაჟორიტარულთან ერთად უკვე პროპორციული იქნება საკმაოდ დიდი რაოდენობით წარმოდგენილი და აქ მათ შეუძლიათ წარმატება ჰქონდეთ, როგორც თავად საუბრობენ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა