logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი: ხელისუფლების შეცვლის მიზნით საპროტესტო ტალღების აგორება სენსიტიურ თემებზე განვლილი ეტაპია თანამედროვე საქართველოში
გურამ ნიკოლაშვილი: ხელისუფლების შეცვლის მიზნით საპროტესტო ტალღების აგორება სენსიტიურ თემებზე განვლილი ეტაპია თანამედროვე საქართველოში
18:29 20.12.2019
"ხელისუფლების შეცვლის მიზნით საპროტესტო ტალღების აგორება სენსიტიურ თემებზე, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტის პოლიტიზირება, სამყაროს შავ-თეთრად წარმოჩენა და განტევების წინასწარ ცნობილი ვაცების ძიება როგორც აღმოჩნდა, განვლილი ეტაპია თანამედროვე საქართველოში" - აცხადებს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი "დღის ქრონიკაში"

მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არის და უნდა იყოს არჩევნები. ამიტომაც არის, რომ მთავარ პოლიტიკურ საკითხად და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების ერთადერთ საგნად საარჩევნო სისტემის საკითხი რჩება. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი პარლამენტში ჩავარდა, ოპოზიცია კი სხვადასხვა ფორმულების შეთავაზებით მაინც ითხოვს შესაბამის ცვლილებებს. დასავლეთიდან მომავალი რეკომენდაციებიც ცალსახად შეიცავს მოწოდებებს კონსესუსის მოძებნასა და ორმხრივად მისაღები შეთანხმების მისაღებად.

"უკვე მეოთხე დღეა რაც არ ცხრება აჟიოტაჟი 15 წლის მოზარდის დაღუპვის გარემოებების ირგვლივ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა მომხდარის შესახებ რამდენიმე განმარტება უკვე გააკეთა, საზოგადოების ნაწილის სურვილი, იპოვნოს განტევების ვაცი ამ საქმეში, უსაზღვროა.

რაც მთავარია, არ დარჩა საქართველოში მეტ-ნაკლებად ცნობილი ფსიქოლოგი, ინტერვიუ არ მიეცა რომელიმე მედიასაშუალებისთვის. ყველა მათგანმა ერთხმად მოუწოდა საზოგადოებას სუიციდთან დაკავშირებული თემის მიმართ სიფრთხილის გამოჩენისკენ, მიგვითითეს დაღუპულის მიერ დატოვებული წარწერების გასლოგანებისა და გავრცელების დაუშვებლობაზე, ახსნეს ის ძირეული და კომპლექსური გარემოებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუიციდი. ისაუბრეს გავრცელების ეფექტზეც და რაც ყველაზე სამწუხაროა, გავრცელების რეციდივი დადასტურებულად მივიღეთ კიდეც..

და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვერაფერი მოუხერხდა მოზარდის დაღუპვის პოლიტიზირების ვნებას. ძალაუფლების წყურვილის ვნება საქართველოში არის ყველაზე ძლიერი და იმარჯვებს ნებისმიერ ზნეობრივ, მორალურ თუ ადამიანურ ბარიერზე. ადამიანთა წყურვილი, მოზარდის დაღუპვაში გამოცხადდეს ცალსახად პოლიცია, უფრო სწორედ პოლიციური სისტემა, კიდევ უფრო სწორედ კი ხელისუფლება, როგორც წყარო ყველაფრისა, რაც მომხდარა, ხდება და მოხდება, არის ძალიან ზუსტი განმსაზღვრელი ჩვენი საზოგადოების მდგომარეობისა. ტრაგედიის მიმართ ამგვარ რეაქციასა და გამოვლინებებზე ვხვდებით, რომ ვცხოვრობთ იმ გარემოსა და საზოგადოებაში, რასაც ვიმსახურებთ; გაგვაჩნია შესაფერისი ხელისუფლებები და ოპოზიციები.

გვიან ღამით დაუდგენელმა პირმა დაუდგენელ გარემოებებში სასიკვდილოდ გაიმეტა ცოტნე გამსახურდია. ვინც თვალი ადევნა იმ ადამიანთა შეფასებებს, რომლებმაც კომენტარი გააკეთეს სრულიად უცნობი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, გამოთქმულმა ვარაუდებმა კარგად დაადასტურა პოლიტიზების ის ვნება, რაზეც ეხლა ვსაუბრობთ

საბედნიეროდ ცოტნე გამსახურდია გადარჩა და მის თავდამსხმელს არ ასცდება დამსახურებული სასჯელი. გაირკვა ისიც, რომ 15 წლის მოზარდის საქმეში სკოლამ თავად დაადგინა შენობაში შეპარული ბავშვის ვინაობა, პოლიციაც სათანადო ზომების მისაღებად გამოიძახა და დადგინდა, რომ ბავშვის დაკითხვა სრულად არ შეესაბამებოდა იმ ნორმებს, რასაც ასეთ დროს ითვალისწინებს შესაბამისი პროცედურები" - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა