logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართა
17:44 20.12.2019

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრები გამართა.

ქართველი პარლამენტარები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და აზიის საკითხებში, ჯორჯ კენტს და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ალან პარცელს შეხვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხების, საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პროცესების შესახებ.

დღესვე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდნენ და საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს.

"საუბარი გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებზე ამერიკასა და საქართველოს შორის, ასევე ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც ვითარდება საქართველოში. ჩვენ მივაწოდეთ ზუსტი, ამომწურავი ინფორმაცია ჩვენს მეგობრებს ამ პროცესებთან დაკავშირებით. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსიები და ვფიქრობ, ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.

"მნიშვნელოვანი იყო მათ დაეფიქსირებინათ განსაკუთრებული პოზიციები, მაგალითად ის, რომ აუცილებელია შენარჩუნებული იქნას პროტესტის გამოხატვის მშვიდობიანი ფორმები, რომ მიეცეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს მუშაობის და ფუნქციონირების საშუალება. რა თქმა უნდა, გამოთქვამენ იმედს, რომ იქნება მიღწეული შედეგები და შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით", - განაცხადა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ შეხვედრების დასრულების შემდეგ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია შედიან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტი დღეს დაასრულა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა