logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ელჩების კონფერენციის ფარგლებში „ დიასპორასთან ურთიერთობა და საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების უზრუნველყოფა“ გაიმართა
ელჩების კონფერენციის ფარგლებში „ დიასპორასთან ურთიერთობა და საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების უზრუნველყოფა“ გაიმართა
16:10 20.12.2019
ელჩების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა - " დიასპორასთან ურთიერთობა და საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების უზრუნველყოფა" გაიმართა.

სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები ხათუნა თოთლაძე და მიხეილ ნინუა, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თეა ახვლედიანი.

ღონისძიების მონაწილეებმა დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებზე ისჯელეს. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლებმა შეაჯამეს დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით 2019 წელს განხორციელებული საქმიანობა და ყურადღება გაამახვილეს სამომავლო გეგმებზე, ასევე, ხაზი გაესვა იმ გამოწვევებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ქართული დიასპორის წევრები აწყდებიან და მათი გადაწყვეტის საკითხებს.

სესიაზე საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს გააცნეს ქართული დიასპორისთვის შექმნილი ვებ-გვერდი, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების, პროექტებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ.

ქართველმა დიპლომატებმა სესიაზე ასევე იმსჯელეს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების მომსახურების საკითხებზე და ყურადღება გაამახვილეს იმ ახალ სერვისებზე, რომლის დანერგვაც ახლო მომავალში იგეგმება. შეხვედრის ფარგლებში შეფასდა 2019 წლის შედეგები საკონსულო საქმიანობის ყველა მიმართულებით. განხილულ იქნა სამომავლო გეგმები საქართველოს მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის გაუმჯობესების მიზნით.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განცხადებით, საგარეო უწყების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ის მომსახურებები, რომელსაც სახელმწიფო მათ სთავაზობს.

პანელის მონაწილეებმა ასევე ისჯელეს ცირკულარული შრომითი მიგრაციის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ და გადადგმულ ნაბიჯებზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა