logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ალექსანდრე ქანთარია : ახლა რომ სკოლებში გამოკითხვა ჩავატაროთ  რამდენს ეამაყება, რომ ის პატარა ქართველია?
ალექსანდრე ქანთარია : ახლა რომ სკოლებში გამოკითხვა ჩავატაროთ რამდენს ეამაყება, რომ ის პატარა ქართველია?
15:18 20.12.2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ კითხვით მიმართა როგორ განაწილდება და გაიხარჯება ბიუჯეტში კულტურის სფეროსთვის დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი, " იქნებ კონკრეტულად ითქვას ამაზე, აქ მუზეუმები და თეატრებია და როგორ გამოდის, როგორ არის განაწილებული ეს თანხა? ასევე, რას ეტყვით უმაღლესი სახელოვნებო განათლების პროფესორ-მასწავლებლებს რა სტიმული შეიძლება იყოს მათთვის, სახელფასო გაუმჯობესება მაქვს მხედველობაში".



დეპუტატი ასევე დაინტერესდა კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფასთან დაკავშირებით რა პროცესი მიდის. -"იქნება ამაზეც გვითხრათ, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდია ინტერესი, ბუნებრივია, ისევ ვამბობ, რომ შეცდომა იყო ამ ორი დარგის შეწებება, სპორტიც აქ არის, ამ კითხვებზე იქნებ გვითხრათ".

ალექსანდრე ქანთარიამ მინისტრს საბჭოთა პერიოდის სკოლაც გაიხსენა და დაინტერესდა ეროვნული ცნობიერების გაღვივების კუთხით რა კეთდება დღევანდელ სკოლებში. –"არ მინდა დავამძიმო ეს ტრაგიზმით სავსე დღეები, მხოლოდ თქვენი აზრი მინდა გვითხრათ. ჩვენმა თაობამ, ვინც იმ ქვეყანაში ვსწავლობდით, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, ვიცით, სკოლებში ხდებოდა მერხების მტვრევაც, ფანჯრების მტვრევაც, კედლების დაზიანება, აყალმაყალიც, შფოთიც, მაგრამ მე არ მახსენდება რომ სკოლას პოლიცია გამოეძახებინა და ეს ყოველთვის გვარდებოდა ხოლმე შიდა სფეროში, ჩვენ და ჩვენ თანატოლებს, მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ წარმონაქმნში ვცხოვრობდით, ყველას გვეამაყებოდა, რომ საქართველოში დავიბადეთ.



რა გეგმა გაქვთ ეროვნული ცნობიერების გაღვივების კუთხით რა გეგმაა სასკოლო სივრცეში ხელოვნების, სულიერების, რწმენის გაძლიერების კუთხით? ახლა რომ გამოკითხვა ჩავატაროთ რამდენს ეამაყება, რომ ის პატარა ქართველია კავკასიის მთების შვილი?

ეს ის პრობლემებია, რომელზეც ძალიან სიღრმისეულად არის საფიქრელი და თქვენი აზრი იქნება საინტერესო", -მიმართა ალექსანდრე ქანთარიამ მერაბ ჩხენკელს.









FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა