logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნიუ-იორკში მიგრაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
ნიუ-იორკში მიგრაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
14:38 20.12.2019
ნიუ-იორკში მიგრაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო დელეგაციამ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი ჭიჭინაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თემურ ჭკუასელმა.



კონფერენცია გაიმართა დიასპორული ორგანიზაციის "დიასპორის სახლის" და მისი პრეზიდენტის ინა ასანიძის ორგანიზებით, რაშიც მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს 6 ქვეყნის დიასპორული ორგანიზაციები, საქართველოს საკონსულო ამერიკაში, ნიუ-იორკის მერის ოფიციალური წარმომადგენელი, ამერიკაში რესპუბლიკური კლუბის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის თანადამფუძნებელი, ბორდის წევრი ჯოზეფ კონკენონი, ნიუ-იორკის ქალაქის სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, საქართველოდან დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე.



კონფერენციაზე ნიუ-იორკის მერის წარმომადგენელმა საზოგადოებას გააცნო ნიუ-იორკის მერის ოფიციალური მიმართვა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ამერიკის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ქართულ დიასპორებთან აქტიური თანამშრომლობა და ღონისძიებებში თანამონაწილეობა. ნიუ-იორკის მერმა მადლობა გადაუხადა დიასპორული ორგანიზაციის "დიასპორის სახლის" პრეზიდენტს ინა ასანიძეს გამართული კონფერენციისთვის და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობისთვის.



პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ ქართველ ემიგრანტებს დიასპორულ ორგანიზაციებთან მიმართებით ხელისუფლების ახალი ხედვა გააცნო, რაც საინტერესო იყო დამსწრე საზოგადოებისთვის. ქართველ ემიგრანტებს მიგრაციის საერთაშორისო დღე მიულოცა საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელმა ამერიკაში. საინტერესო აღმოჩნდა დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარის, პოლიტოლოგის თამარ ჩიბურდანიძის მიერ წარდგენილი პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებას და მიგრაციულ პრობლემებს ეხებოდა. ამერიკაში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა, დართმუსის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრიდონ შუბითიძემ ქვეყნის განვითარებაში დიასპორული რესურსის გამოყენების საკუთარი ხედვები წარმოადგინა. ფრიდონ შუბითიძე მიმდინარე წელს მსოფლიოს ინოვაციურ მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებული იქნა ღირსების ორდენით.



საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე ამერიკაში და სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა, დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, ნიუ-იორკში საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელმა დიანა ბაგრატიონმა, ჟურნალ "მამულის" ხელმძღვანელმა მანუჩარ პირველმა, თიკა კანდელაკმა და სხვებმა. ემიგრანტები საუბრობდნენ საქართველოსა და დისპორულ ორგანიზაციებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და ითხოვდნენ ემიგრანტების მეტ ჩართულობას ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე. მათი განმარტებით, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრეზიდენტის უკვე განხორციელებული ინიციატივა ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით.



შემაჯამებელ სიტყვაში, ამერიკაში მოღვაწე ორგანიზაცია "თვისტომის" ხელმძღვანელმა ნიკა ჩხეიძემ წარმოადგინა დიასპორული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული კონცეფცია დიასპორული ორგანიზაციების გაერთიანების შესახებ, რაც საინტერესო აღმოჩნდა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ასევე სხვა დიასპორული ორგანიზაციებისთვისაც.



ნიუ-იორკში მიგრაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. 20 დეკემბერს ცნობილი ქართველი მწერლის თემურ ჭკუასელის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. ასევე მოეწყობა ქართველი ემიგრანტების თიკა კანდელაკის და ლალი რუაძის ნამუშევრების გამოფენა. 21 დეკემბერს კი საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე და უმრავლესობის წევრი თემურ ჭკუასელი ღონისძიებების ორგანიზატორებთან ერთად ნიუ-იორკში მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს მოინახულებენ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა