logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კარლ ჰარცელი: საჯარო სამსახურის შესახებ კანონის განხორციელების პირველივე წლებში საქართველოს კონკრეტული, ხელშესახები შედეგები  აქვს
კარლ ჰარცელი: საჯარო სამსახურის შესახებ კანონის განხორციელების პირველივე წლებში საქართველოს კონკრეტული, ხელშესახები შედეგები აქვს
14:12 20.12.2019
კანონი საჯარო სამსახურის შესახებ ძალაში მხოლოდ 2 წლის წინ შევიდა, მისი განხორციელების პირველივე წლებში უკვე გვაქვს კონკრეტული, ხელშესახები შედეგები, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მოხელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ევროკავშირის ელჩმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ხელშესახებ შედეგებად დაასახელა საჯარო სამსახურში დაქირავების, კარიერული ზრდის და ანაზღაურების უფრო მკაფიო და გამჭვირვალე პროცესი და საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემის სრულყოფა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მომავალშიც იქნება საქართველოს ერთგული პარტნიორი პროფესიონალურ დონეზე მომსახურების გაუმჯობესების გზაზე, რომელიც "საკმარისად მტკიცეა, რომ გაუძლოს ცდუნებებს და გარეშე მხარეთა ზეწოლას, რაც არის და უნდა იყოს საჯარო მოხელეების ხელწერა".
კარლ ჰარცელმა ამ კონტექსტში მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას გაცხადებული მტკიცე გადაწყვეტილებისთვის ამ რეფორმების წარმართვასთან, საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმის დახვეწასა და დამოუკიდებლობის დაცვასთან დაკავშირებით.
"როგორც თქვენი კოლეგა და საჯარო მოხელე, გულწრფელად გილოცავთ ყველა საჯარო სამსახურის დღეს. ასევე აღვნიშნავ საჯარო სამსახურის სფეროში და შესაბამისად, საქართველოს, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს, მშენებლობაში თქვენს მიერ შეტანილ პროფესიულ წვლილს. 1 თვის წინ თქვენ აღნიშნეთ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-5 წლისთავი, რომელშიც გაწერილია პროფესიული და დეპოლიტიზებული საჯარო ადმინისტრირების საქმიანობის სფერო და სტანდარტები. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს ესა თუ ის კანონი, სამაგალითო და მაღალი კლასის საჯარო სამსახურის კორპუსის შექმნა საქართველოში, - ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, - მუდმივ შრომასა და ბრძოლას ითხოვს", - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
ელჩის შეფასებით, საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელობით, ბევრი წარმატებული რეფორმა განხორციელდა.
"ეს მიღწევები შესაძლებელი გახდა ასევე ყველა დაინტერესებული მხარის მხარდაჭერის წყალობით. პროფესიული საჯარო სამსახური მოითხოვს გუნდურ მუშაობას, როგორც ეს რეფორმის პროცესმა ცხადყო. ჩვენ გავხდით სამაგალითო თანამშრომლობის მოწმენი ისეთ ინსტიტუტებს შორის, როგორიცაა მთავრობის ადმინისტრაცია, საჯარო სამსახურის ბიურო, იუსტიციის სამინისტრო და სხვა სამინისტროები, მათ შორის ადგილობრივ დონეზე", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა