logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: მოვამზადეთ წინადადება, სადაც პროპორციული და მაჟორიტარული წარმომადგენლობები დაბალანსებულია და ვფიქრობთ, რომ ეს მისაღები უნდა იყოს ყველასთვის
არჩილ თალაკვაძე: მოვამზადეთ წინადადება, სადაც პროპორციული და მაჟორიტარული წარმომადგენლობები დაბალანსებულია და ვფიქრობთ, რომ ეს მისაღები უნდა იყოს ყველასთვის
11:40 20.12.2019
„მას შემდეგ, რაც გაიმართა ორი-სამი კონსულტაცია პოლიტიკურ ოპოზიციასთან და ვერ მოხდა შეთანხმება იმ შემოთავაზებებზე, რაც მათ ქონდათ, დღეს ჩვენ მოვამზადეთ წინადადება, რომელიც არის დაბალანსებული და ჩვენი აზრით, მისაღები უნდა იყოს ყველა მხარისთვის, ვინც ამ პროცესში არის ჩართული“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

სასტუმრო „შერატონში“ დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყების წინ არჩილ თალაკვაძემ მედიასთან საუბრისას განმარტა, რომ მმართველი გუნდის შემუშავებული მოდელი შერეულ საარჩევნო სისტემაში რეგიონების, დედაქალაქისა და პროპორციული არჩევნების წილის დაბალანსებას უზრუნველყოფს და მისი წარდგენის შემდეგ გამოჩნდება, თუ რომელი პოლიტიკური პარტია არის რეალურად ორიენტირებული შეთანხმებაზე.

„ რეალურად, ამ მოდელის წარდგენის შემდეგ დღეს გამოჩნდება, თუ რომელი პოლიტიკური პარტია არის ორიენტირებული შეთანხმებაზე და ვის სურს, რეალურად, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ვის აქვს სხვა ინტერესები, რომელიც, შესაძლოა, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით იყოს რაიმე ცვლილებებთან დაკავშირებული. მადლობას ვუხდი საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ჩართულნი არიან ამ დიალოგში და ისინი ამ ყველაფერს თავად დაინახავენ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მოდელთან დაკავშირებით, დეტალურ განმარტებები შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება. პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ თუ პოლიტიკურ პარტიებს რეალურად სურთ შეთანხმება, შესაძლოა, მმართველი გუნდის მომზადებული მოდელი იყოს ის პროექტი, რომელსაც განხილვა სჭირდება და რომლის ირგვლივაც არსებობს შეთანხმების რესურსი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა