logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კონგრესში შეხვედრებს მართავს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კონგრესში შეხვედრებს მართავს
16:17 19.12.2019
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.

ქართველმა პარლამენტარებმა შეხვედრები ამერიკელ კანონმდებლებთან გამართეს.

შეხვედრებზე, ქართული დელეგაციის წევრებმა ყურადღება დაუთმეს ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, დეოკუპაციის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების და ევროატლანტიკური მისწრაფების საკითხების განხილვას.

ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პროცესების შესახებ. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა აშშ-ის ფასდაუდებელი როლი, საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.

პრიორიტეტულ თემას, აგრეთვე, განეკუთვნებოდა ამერიკის პოლიტიკურ დღის წესრიგში, უმაღლეს დონეზე, საქართველოს საკითხის პერმანენტული შენარჩუნება, მათ შორის, რუსეთთან მოლაპარაკებების მიმართულებით.

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას დაუდასტურეს შეერთებული შტატების კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსადმი, რომლის ნათელი დადასტურებაა კონგრესის მიერ მიღებული არაერთი რეზოლუცია და საკანონმდებლო აქტი.

დელეგაციის წევრების თქმით, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს პარლამენტსა და აშშ -ის კონგრესს შორის ურთიერთობის გაძლიერება და გაღრმავებაა.

დღის ბოლოს, კონგრესში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მიღება გაიმართა, რომელსაც კონგრესმენები ადამ კინზინგერი, რიკ ლარსენი, სტივ კინგი და ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

​„ერთ-ერთი პირველი საკითხი, რითაც ვიწყებდით საუბარს ეს არის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი. ჩვენ ბოლომდე ავუხსენით მათ, ვინც უფრო ნაკლებად იცნობდა ამ სიტუაციას, თუ რა პრობლემის წინაშე ვდგევართ და ვთხოვეთ, რომ ნებისმიერი ფორმატი გამოვიყენოთ. მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება“,-განაცხადა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ.

„ჩვენ გვქონდა დეტალური საუბრები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, მათი განვითარების, გაღრმავების და შემდგომი განმტკიცების პერსპექტივები, ისევე, როგორც ისეთი გამოწვევები, როგორიც არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, მათი მზარდი მილიტარიზაცია და ისეთი პრიორიტეტები, როგორიც არის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

„საუბარი გვქონდა თემებზე, რომელიც ამ ურთიერთობებს უკავშირდება. ასევე შევეხეთ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც წარიმართება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ბუნებრივია, დაინტერესებული არიან ამ პროცესებით.“,-განაცხადა საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ირაკლი კობახიძემ შეხვედრების დასრულების შემდეგ.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი კახა კუჭავას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია შედიან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა