პარტიული სიების, მაჟორიტარული კანდიდატებისა და თანდართული დოკუმენტაციის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენის ვადა 1 სექტემბერს იწურება.
როგორც „ნიუსპრესს“ ცესკო-დან აცნობეს, პროცედურულ ვადებთან დაკავშირებული გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, ცესკო საარჩევნო სუბიექტებს აღნიშნული საკითხის მიმართ ყურადღების გამოჩენის თხოვნით მიმართავს.
ცესკო-ში აცხადებენ, რომ საარჩევნო სუბიექტებმა ყველა საჭირო განაცხადისა და დოკუმენტაციის წარსადგენად თადარიგი დროულად უნდა დაიჭირონ.

















