logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში შეხვედრებს აგრძელებს
საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში შეხვედრებს აგრძელებს
15:25 18.12.2019
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანის, ასევე USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილეს ალექს სოკოლოვსკის და ვაშინგტონში არსებული კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში გატარებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის ისეთ სფეროში როგორიც არის მართლმსაჯულება, ასევე საარჩვენო რეფორმა, რომლის განხორციელებაც იგეგმება უახლოეს მომავალში OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ყურადღება ასევე დაეთმო რეგიონში და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, მათ საპასუხოდ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და პრიორიტეტებს.

საუბრის მთავარი თემა იყო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება.

„პოზიტიური და საინტერესო შეხვედრა იყო, ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც მეგობრებს ვხვდებით. ვსაუბრობთ იმ მიღწევებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს. 2020 ძალიან საინტერესო წელი იქნება, ამიტომ, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, სხვადასხვა მიმართულებებზე, რომლებზეც კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ მუშაობა“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტთან, კარლ გერშმანთან შეხვედრის შემდეგ.

„განვიხილეთ საკითხები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან. გვქონდა საუბარი ჩვენს თანამშრომლობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის როლი, რომელსაც დემოკრატიის ეროვნული ფონდი ასრულებს საქართველოში. ისინი აფინანსებენ არაერთ პროექტს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ ვითანამშრომლოთ და ეს ინტერესი გამოიხატა კიდევ ერთხელ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტის მხრიდანაც. დარწმუნებული ვართ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ძალიან მჭიდრო და პროდუქტიული“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქართული დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და აშშ-ის შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა