logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პრეზიდენტი ბორჯომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
პრეზიდენტი ბორჯომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
10:42 29.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბორჯომს ესტუმრა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

მიხეილ სააკაშვილმა ახალი ხიდი, კაფე-ბარი და მშენებარე რესტორნები და სასტუმროები დაათვალიერა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ახალი ხიდი გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის შემოქმედებაა.

„შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ხიდის ხატვა მინისტრის საქმე არ არის, მაგრამ ხიდიც უნდა ხატოს და საქმეც უნდა აკეთოს. ახლა, ახალი სალაპარაკო გაუჩნდებათ და სასწრაფოდ გააკრიტიკებენ. ახალი ხიდი გარემოს ძალიან უხდება“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ახალი გზით საირმეში, საირმედან კი - ვანისა და სამტრედიის ბალნეოლოგიურ კურორტებზე გადასვლაა შესაძლებელი.

პრეზიდენტის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში კეთდება, კურორტების რკალი იკვრება.

„ბორჯომი ადრე ჩამკვდარი იყო, მაგრამ ეს ქალაქი აღდგა. აქ არც ერთი ნომრალური სასტუმრო აღარ იყო. ეს ინფრასტრუქტურა საშუალებას აძლევს ტურისტებს აღნიშნული კურორტით მთელი წლის განმავლობაში ისარგებლონ და ხალხს შემოსავალი ჰქონდეს. ამაში მათ ქუთაისის აეროპორტიც დაეხმარება, რადგან ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებიდან ერთი და იგივე მანძილია“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ბორჯომის ქუჩებშიც გაისეირნა, რეაბილიტირებული პარკიც დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებით დაინტერესდა.

მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობასთან საუბრისას, ყურადღება კურორტის ახალ შესაძლებლობებზე გაამახვილა.

„მიხარია, რომ აქ ბევრი ხალხი ჩამოდის, რომელიც წარმომავლობით ჩვენი აფხაზეთიდანაა. მომავალ წელს კიდევ ხუთი ახალი სასტუმრო გაიხსნება. ეს ჯერ დასაწყისია. ახლა უკვე ლაზიკას მშენებლობა დავიწყეთ. სამეგრელოში ვაკეთებთ სქურსა და ლებარდეს“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ბორჯომში არცერთი მოსასვენებელი ადგილი აღარ იყო, ახლა კი, ყველაფერი კეთდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა