logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: გვეამაყება, რომ საქართველოს ჰყავს წარმატებული, გამოცდილი და ძლიერი დიპლომატები
არჩილ თალაკვაძე: გვეამაყება, რომ საქართველოს ჰყავს წარმატებული, გამოცდილი და ძლიერი დიპლომატები
15:40 17.12.2019
"გვეამაყება, რომ საქართველოს ჰყავს წარმატებული, გამოცდილი და ძლიერი დიპლომატები და რომ თქვენ სახელმწიფოსთან ერთად ყველაფერს აკეთებთ, რათა სწრაფი ცვლილებების მსოფლიოში შევინარჩუნოთ კონტროლი ჩვენს აწმყოსა და მომავალზე",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "ელჩების კონფერენცია 2019"-ზე, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


არჩილ თალაკვაძის თქმით, ქართველ დიპლომატებს მსოფლიოში საქართველოსა და ხალხის წარდგენის განსაკუთრებული მისია ეკისრებათ. "განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველომ გადმოიბარა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა და ჩვენ გვაქვს ახალი შესაძლებლობა, რომ მეტი წვლილი შევიტანოთ ევროპული ღირებულებების განმტკიცებაში და უფრო აქტიურად დავაყენოთ ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები ევროპის საბჭოში",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.



სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ დიპლომატია მაშინ არის ძლიერი, როცა ქვეყანას ძლიერი ინსტიტუტები, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი არმია და დემოკრატია აქვს. მისივე შეფასებით, საქართველოს მსოფლიოსთვის ბევრი სათქმელი აქვს - მათ შორის, ის, რომ ქვეყანას აქვს უძველესი კულტურა, ჰყავს თანამედროვე საზოგადოება და გაკეთებული აქვს ევროატლანტიკური არჩევანი, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს შეახსენა ისიც, რომ ეს ყველაფერი არ არის და ქართულ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ მავთულხლართებია აღმართული, ოკუპაცია გრძელდება, ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი რჩება სიღარიბესთან პირისპირ, დევნილები ვერ ბრუნდებიან სახლში და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ჯერ კიდევ რჩება საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში.



"კარგად მესმის რაოდენ რთულია ამ ამბის მოყოლა და მიტანა წამყვანი ქვეყნების მთავრობებთან და ლიდერებთან, მითუმეტეს როცა მსოფლიოს თავისი გამოწვევები აქვს და ახლო აღმოსავლეთში არსებული პრობლემებით, კლიმატური ცვლილებების შეკავებით, გლობალური ჯანდაცვის გამოწვევებით და ბაზრებს შორის არსებული დაძაბული კონკურენციის დარეგულირებით არის დაკავებული. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ თქვენი მისია რთული და განსაკუთრებულია",- მიმართა ქართველ დიპლომატებს არჩილ თალაკვაძემ.

სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, მიღწეული პროგრესი შენარჩუნდეს მომავალშიც. ამ კონტექსტში, არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, პოლიტიკური პროცესის თითოეული მონაწილე ცივილურად და პასუხისმგებლიანად იქცეოდეს.



"ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი განსაზღვრავს ქვეყნის მშვიდობას, უსაფრთხოებას და განვითარებას. მომავალთან დაკავშირებული ყოველი დისკუსია მშვიდად უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტის კედლებში და არა მის მიღმა. სწორედ ეს არის დღეს საზოგადოების დაკვეთა და ინტერესი",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტი აგრძელებს დემოკრატიული თამაშის წესების კიდევ უფრო დახვეწას. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის შესაცვლელად საკმარისი ხმები ვერ შეგროვდა, პოლიტიკური ცხოვრება მშვიდად და მომავლის პასუხისმგებლობის სათანადოდ გააზრებით უნდა გაგრძელდეს. "მანამდე კი, პოლიტიკური პარტიები ვაგრძელებთ დიალოგს, რათა მოვემზადოთ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის",- აღნიშნა მან.



არჩილ თალაკვაძემ დეტალურად ისაუბრა იმ საქმიანობაზე, რომელიც ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირების გასამყარებლად გასწია. განსაკუთრებული ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-საქართველოს ურთიერთობებსა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული "საქართველოს მხარდამჭერი აქტის" მნიშვნელობაზე გაამახვილა, რომელიც მისივე შეფასებით, აშშ-საქართველოს ურთიერთობების, ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის სამართლიანი შეფასება და კანონზომიერი შედეგია.



არჩილ თალაკვაძემ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატებთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ გასულ თვეს, პარლამენტში დანიშნული საერთაშორისო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი პირები.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა