logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია:  საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ის დონე, რომელიც გვაქვს, არასოდეს გვქონია
გიორგი გახარია: საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ის დონე, რომელიც გვაქვს, არასოდეს გვქონია
13:00 17.12.2019
საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ის დონე, რომელიც ჩვენ გვაქვს, არასოდეს გვქონია. რაც უფრო მეტ შედეგებს ვაღწევთ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ჩვენგან მეტს ითხოვენ და მეტი მოლოდინები აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, კონგრესმენები არიან საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები და მათგან ყველა სახის კრიტიკას მთავრობა სამუშაო რეჟიმში იღებს.


"ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებისგან, მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას სამუშაო რეჟიმში ვიღებთ და აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი პოზიცია გვაქვს. არსებობს გარკვეული შეკითხვები, ჩვენ ამ შეკითხვებს ვუპასუხებთ და ეს არის სწორედ, პოზიტიური თანამშრომლობის, პოზიტიური მეგობრობის და პოზიტიური სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილი. აქ არანაირი პრობლემა არ არის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.




რაც შეეხება არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შესაბამისი პროცედურები პარლამენტში უკვე გავლილია და ხალხის მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს.


"სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი. როგორც იცით, ელჩების მეშვეობით ეს დიალოგი მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენ ყველას გვაღელვებს ერთი რამ, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება, რაშიც ეჭვი არავის ეპარება. საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ის დონე, რომელიც ჩვენ გვაქვს, არ გვქონია არასოდეს. საქართველოს არასოდეს ჰქონია ასეთი მნიშვნელოვანი პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში. ეს ყველაფერი ჩვენი დღევანდელი დღეა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ პროპორციული არჩევნები ყოფილიყო 2020-ში, მაგრამ ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტში. რა თქმა უნდა, ჩვენ ღია ვართ ყველა სახის დისკუსიისთვის და ამ დისკუსიას გავაგრძელებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა