logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ცივი, გონიერი, უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი ომის გარდა, რათა ჩვენი ქვეყნის ერთიანობა საბოლოოდ აღდგეს
გიორგი გახარია: ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ცივი, გონიერი, უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი ომის გარდა, რათა ჩვენი ქვეყნის ერთიანობა საბოლოოდ აღდგეს
12:41 17.12.2019
არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ისეთი შემთხვევები, როგორიც დღეს გახლავთ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც თავისი საქმის შესასრულებლად გადალახა საოკუპაციო ხაზი და დღეს არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ დიპლომატს, რომელიც ჩართულია ამ ადამიანის დასახსნელად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ოკუპაციაზე, როგორც ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდ გამოწვევაზე. გიორგი გახარიას თქმით, არაღიარების პოლიტიკა რჩება და დარჩება შედეგის მიღწევამდე, ქვეყნის ერთიანობის აღგდგენამდე, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულება.


"რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს არც ერთი ის მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ჩვენს საოკუპაციო ხაზს მიღმა და ჩვენი ყველა ქმედება და ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული ამის გათვალისწინებით. ყველა ის შედეგი, იქნება ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საერთაშორისო პლატფორმები, რასაც ჩვენ ვაღწევთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ზრუნვაა ყველა იმ მოქალაქეზე, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიღმა ცხოვრობს.


რა თქმა უნდა, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ისეთი შემთხვევები, როგორიც დღეს გახლავთ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც თავისი საქმის შესასრულებლად საოკუპაციო ხაზი გადალახა და დღეს არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ დიპლომატს, რომელიც ჩართულია ამ ადამიანის დასახსნელად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პატარ-პატარა შემთხვევებისგან შედგება ის სურათი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს რეალურად დავანახოთ, თუ რა არის საოკუპაციო ხაზი და რას ნიშნავს ცხოვრობდე ქვეყანაში, რომელშიც ასეთი, ყოველდღიური პრობლემები ექმნება თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიტიკა უნდა იყოს ცივი, გონიერი და ყველა ნაბიჯი გადაიდგას, რათა საქართველოს ერთიანობა საბოლოოდ აღდგეს.


"ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ყველაფერი მისაღებია ომის გარდა. ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად ცივი, გონიერი და ჩვენ ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა საბოლოოდ აღდგეს. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, ომის გარდა. ჩვენ ეს ვალდებულება გვაქვს აღებული და ამ ვალდებულებებს უნდა მივყვეთ და შევასრულოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა