logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლაშა დარსალიამ ჟენევაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართა
ლაშა დარსალიამ ჟენევაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართა
18:58 16.12.2019
​2019 წლის 12 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარსალიამ, საინფორმაციო ბრიფინგი გამართა ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის.



მინისტრის მოადგილემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით გამწვავებული ვითარება. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, უკანონოდ დაკავების საკითხზე და ხაზი გაუსვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას.



ლაშა დარსალიამ საერთაშორისო პარტნიორებს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში ადგილზე გახშირებული პროვოკაციების შესახებ, მათ შორის, სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის საკითხზე. გამწვავებული ვითარების დეესკალაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კონტექსტში, მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობა.



ლაშა დარსალიამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ. მან ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთადერთ ფორმატს, სადაც ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს შუამავლობითა და აშშ-ის მონაწილეობით განიხილება საქართველოს ორი რეგიონის უკანონო ოკუპაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევები. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე განვლილი 50 რაუნდის განმავლობაში.



ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა ასევე მთავრობის ძალისხმევაზე ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით.



შეხვედრის ფარგლებში მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს გააკეთეს: ლატვიის, ლიეტუვის, აზერბაიჯანის, ფინეთის, პოლონეთის, მონტენეგროს, იტალიისა და უკრაინის მუდმივმა წარმომადგენლებმა. მათ ხაზი გაუსვეს ადგილზე არსებული რთული ვითარების მონიტორინგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეღწევადობის აუცილებლობას.



შეხვედრის ბოლოს მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა