logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესცენტრში საქართველოში ისრაელის ელჩს უმასპინძლა
ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესცენტრში საქართველოში ისრაელის ელჩს უმასპინძლა
18:55 16.12.2019
,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შაფთაი ცურის, მან პირნათლად შეასრულა ელჩის მოვალეობა, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა",- განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება ,, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ბიზნესცენტრში ისრაელის ელჩს, შაფთაი ცურის უმასპინძლა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, შაფთაი ცური ელჩის რანგში საქართველოში მოღვაწეობას ასრულებს.

,,ჩემი საყვარელი მეგობარი, შაფთაი ცური, როგორც ელჩი, საქართველოში თავის მოღვაწეობას ასრულებს. მოგეხსენებათ, ის უფრო ადრე პერიოდშიც გახლდათ საქართველოში ისრაელის ელჩი , მაგრამ მთავარს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის არის როგორც ისრაელის, ისე საქართველოს შვილი, ყოველ შემთხვევაში მე ასე განვიხილავ მას. ის დაბადებულია ვანში, ჩვენი, ქართველი ებრაელია. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა იმ მეგობრობას, რაც ამ ორ ერს შორის არსებობს. ამ მხრივ შაფთაი ცური უნიკალურია. შაფთაის ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს საქართველოში. მას აქვს დიდი სიყვარული. ჩვენ, მისი ქუჩა გავხსენით ვანში იმიტომ, რომ საქართველოსთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მან პირნათლად შეასრულა ელჩის მოვალეობა, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა. მადლობა, კეთილი სურვილებისთვის, რაც მან ჩვენს ქვეყანას უსურვა. მეც ასევე მინდა, მის ძირითად სამშობლოს, ისრაელს ვუსურვო ის, რასაც ისტორიულად იმსახურებს - სრული, სტაბილური უფლებები, რაც მას საკუთარ მიწაზე ეკუთვნის",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოში ისრაელის ელჩმა, ისრაელის სახელმწიფოს სახელით, მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და უსურვა, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველომ ტერიტორიები დაიბრუნოს და გაერთიანდეს.

,,ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დღეს ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეა, თავის ოჯახთან ერთად მომიწვია. ბატონ ბიძინას რამდენიმე წელია ვიცნობ, ვაფასებ მის წარსულს, აწმყოს და მომავალს. დავლოცავ საქართველოს! პირველ რიგში, რომ ევროპაში სულ მალე შესულიყოს და მეორე, დავლოცავ, რომ დაუბრუნდეს საქართველოს თავისი ტერიტორია, ეს არის ჩვენი ოცნება, როგორც ისრაელის სახელმწიფო ოცნებობს და იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ. მომავალ კვირაში ჩვენი დღესასწაულია, ხანუკა. ხანუკაში ხდება სასწაულები. დაგლოცავ ბატონო ბიძინა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველო გაერთიანებულიყოს, წინ წასულიყოს. დიდი მადლობა ისრაელის სახელმწიფოს სახელით, ჩვენი საელჩოს სახელით და მთელი მსოფლიოს ქართველი ებრაელობის სახელით, რომელსაც თქვენ აქ ეხმარებით, დაეხმარეთ სინაგოგებში, აღადგინეთ მუზეუმი. თქვენ პატრიოტი ხართ ისრაელის სახელმწიფოსთვის, ამიტომ თავი ვალდებულად მივიჩნიე, რათა მოვსულიყავი ოფიციალურად, ჩემი მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, რათა მადლობა მოგახსენოთ თქვენ პირადად, მთელს სახელმწიფოს და თქვენს ოჯახს",- განაცხადა შაფთაი ცურიმ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა