logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე
ნათია თურნავა: ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე
13:56 14.12.2019
ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, საქართველო უკვე გრძნობს თავს ევროპული ოჯახის წევრად და ამის დასტურია ის მიღწევები, რაც უკვე გვაქვს - იქნება ეს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი თუ ვიზალიბერალიზაცია.
"ჩვენ ძალიან გეგმაზომიერად მივდივართ ევროპისკენ, თუმცა რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ გვაქვს გზა გასავლელი. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ დღევანდელი ღონისძიება ახალგაზრდების ინიციატივით ეწყობა. როგორც იცით, "ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ფრთამ წამოიწყო ეს ინიციატივა და ესეც სიმბოლურია, რადგან სწორედ ჩვენი შვილები, მათი შვილები იქნებიან ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები ყველა გაგებით და ჩვენ ამას გეგმაზომიერი საგარეო პოლიტიკით მივაღწევთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, სამინისტრო ევროპასთან მიახლოებისა და ჰარმონიზაციის რეფორმების ავანგარდშია და რეფორმებს ატარებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ხარისხის, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტის ნაწილი.
"ძალიან ბევრი მიმართულებით რეფორმა შემიძლია დავასახელო, რომელზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ უფრო მეტად ვიყოთ ევროპულ კანონმდებლობასთან მიახლოებული და პრაქტიკულად მარტივად და ყველა ვალდებულებების შესრულებით თანდათან შევუერთდეთ ევროკავშირს, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზეიმო განწყობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ჯერაც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და არ გვაქვს საშუალება, რომ სრულიად საქართველომ - ერთიანმა, გაერთიანებულმა საქართველომ ერთად ვიზეიმოთ და ერთად აღვნიშნოთ ევროპასთან ჩვენი ინტეგრაცია.
"თუნდაც ის ფაქტი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი, ექიმი, ყველაზე უფრო ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი, ვერ ხვდება დღევანდელ დღეს საკუთარ ოჯახთან ერთად, არის ძალიან მძიმე. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო სწრაფი ნაბიჯებით ვიაროთ ევროპისკენ. ევროპა ეს არის გზა მეტი დაცულობისკენ, ეს არის ჩვენი მომავალი და ჩვენ ამას ყველა ერთად მივაღწევთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა