logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ალექსი გონჩარუკი გიორგი გახარია: თქვენი ვიზიტი არის საფუძველი, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს
ალექსი გონჩარუკი გიორგი გახარია: თქვენი ვიზიტი არის საფუძველი, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს
19:24 13.12.2019
უკრაინისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არის საფუძველი, ჩვენი ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალექსი გონჩარუკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საერთაშორისო არენაზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზარდოს ვაჭრობა, ტურისტების რაოდენობა, გაღრმავდეს და განვითარდეს ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკური მიმართულებით. ტრადიციულად, მადლობას ვუხდი საქართველოს საერთაშორისო არენაზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ჩვენ, სამწუხაროდ, საერთო გამოწვევები გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით გავუმკლავდებით აგრესორს და წარმატებებს მივაღწევთ. მადლობას ვუხდი ქართულ მხარეს ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. ასეთი ნაბიჯები ჩვენს კავშირებს უფრო აძლიერებს”, - განაცხადა ალექსი გონჩარუკმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ თანამშრომლობასა და კონკრეტულ მიმართულებებზე, რომლებზეც მუშაობაც კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

„უკვე ამოქმედდა მთავრობათაშორისი სავაჭრო კომისია, რომელსაც ჩვენი მხრიდან თანათავმჯდომარეობს ინფრასტრუქტურის მინისტრი. მე მას უკვე მივეცი დავალებები, რომელიც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის გაზრდას ჩვენს ქვეყნებს შორის. ვფიქრობ, ამისათვის კარგი იქნებოდა ტრანსპორტის თვალსაზრისით ფოთი-ოდესის მიმართულებით განვითარება, განსაკუთებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ, ბელარუს და პოლონელ კოლეგებთან ერთად ვაპირებთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას და გვაქვს სურვილი, დავაკავშიროთ შავი ზღვა და ბალტიის ზღვა“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

ალექსი გონჩარუკმა ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს და აღნიშნა, რომ ამ მიმართლებით ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება.

„ჩვენ დავიწყეთ მზადება ასოცირების შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებების შესატანად 2021 წლისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობები განვითარდეს. კარგი იქნება, თუ ჩვენ ამ კუთხით წინ წავწევთ სტრატეგიას და ჩვენი ქვეყნების უფრო სწრაფ ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში. ვფიქრობ, ერთად ბევრის გაკეთება შეგვიძლია და ჩვენ მზად ვართ ერთობლივი მუშაობისთვის”, - აღნიშნა ალექსი გონჩარუკმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა