logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: უკრაინაში ვიზიტის მთავარი შედეგი საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნაა
გიორგი გახარია: უკრაინაში ვიზიტის მთავარი შედეგი საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნაა
19:21 13.12.2019
ჩვენ ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ასევე ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთად უფრო ეფექტურად შეგვიძლია გამოწვევებს ვებრძოლოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს უკრაინაში ვიზიტის შესახებ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინასთან პარტნიორობის მთავარი მიმართულებებია ეკონომიკა, უსაფრთხოება, და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომლის მთავარი შედეგიც მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნაა.

„ბოლო 6 წლის განმავლობაში უკრაინაში ვიზიტები იყო, მაგრამ ოფიციალური ვიზიტი არ ყოფილა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ჩვენ განვსაზღვრეთ ფორმატი, ეს გახლავთ მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნა, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე არის კონკრეტულად სტრუქტურირებული ფორმატი, რომლის ფარგლებშიც საქართველო და უკრაინა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ, განავითარებენ და ერთად მიაღწევენ მიზანს.

მთავარი გახლავთ ის რომ მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატს აქვს რამდენიმე განზომილება. ეს არის ეკონომიკა, ეს გახლავთ უსაფრთხოება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რა თქმა უნდა ეს გახლავთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ასევე ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთად უფრო ეფექტურად შეგვიძლია გამოწვევებს ვებრძოლოთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მსგავსი გამოწვევები გვაქვს უსაფრთხოების ნაწილში და ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორული მთლიანობა. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღვუთქვით, რომ საქართველო თავის მხრიდან უპირობოდ, ყოველთვის, ყველა ფორმატში, ყველა დონეზე მხარს დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, შედგა შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტთან, მთავრობის ხელმძღვანელთან და პარლამეტის თავმჯდომარესთან, სადაც აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა უახლოესი წლების განმავლობაში უნდა იყოს ბევრად ეფექტური და ინტენსიური.

„გარდა ამისა, იყო შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, მთავრობის ხელმძღვანელთან და პარლამეტის თავმჯდომარესთან. ძირითადი ამ შეხვედრებში იყო შემდეგი, რომ ჩვენი თანამშრომლობა უახლოესი წლების განმავლობაში უნდა იყოს ბევრად ეფექტური, ბევრად უფრო ინტენსიური და ამაში დაინტერესებულია ორივე მხარე. ორივე მხარე დღეს ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა - სტრატეგიული პარტნიორობა უკრაინასა და საქართველოს შორის. ჩვენ ერთად შეგვიძლია უფრო სწრაფად განვვითარდეთ ევროინტეგრაციის მიმართულებით და უფრო ეფექტურად დავიცვათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ეს მხარდაჭერა გახლავთ ის, რაზეც დაეფუძნება ჩვენი თანამშრომლობა. ასევე რა თქმა უნდა, ეკონომიკა, სატრანსპორტო კორიდორები, ვაჭრობა. უკრაინის პრეზიდენტმა ბევრი ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც იგეგმება უკრაინაში და მან გვთხოვა მხარდაჭერა რამდენიმე მიმართულებით. ჩვენ ჩვენი მხრივ აღვუთქვით, რომ ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს გააჩნია ბოლო წლებში სხვადასხვა სფეროებში რეფორმების გატარების მიმართულებით, იქნება გაზიარებული უკრაინისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ზუსტად ისე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს შეეფერებათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა