logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 დიმიტრი ხუნდაძე: “ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ პარლამენტში ქუჩიდან ვერ შემოაღწევენ და შემოაღწევენ მხოლოდ ხალხის პირდაპირი მხარდაჭერით და არჩევნების წესით“
დიმიტრი ხუნდაძე: “ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ პარლამენტში ქუჩიდან ვერ შემოაღწევენ და შემოაღწევენ მხოლოდ ხალხის პირდაპირი მხარდაჭერით და არჩევნების წესით“
18:56 13.12.2019
"ყველა საუბრობს საარჩევნო სისტემებზე და არ ეკითხებიან ხალხს. ჩვენი მიდგომა არის იმდაგვარი, რომ რაც ხალხს უნდა, ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტმა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პირველი თV-ს გადაცემაში "დიანა ტრაპაიძის დღის ამბები".
დეპუტატის თქმით, ერთ-ერთი შემოთავაზება იყო ან პლებისციტი ჩატარებულიყო ან რეფერენდუმი, მაგრამ ოპოზიციამ ამაზე უარი განაცხადა. "არსებული პოლიტიკური სპექტრიდან გამომდინარე, ხედავთ უკვე კონსტრუქციულობას აბსოლუტურად დაშორდნენ და ქიმიური ნივთიერებებით დარბიან. საზოგადოების სახელით საუბრობენ, მაგრამ საზოგადოება მათ გვერდით რომ არ დგას, ამას თვითონაც გრძნობენ. რაც შეეხება იმ რისკებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ქმნის არასტაბილურობის ნოყიერ ნიადაგს, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც და რა ოპოზიციურ სპექტრთანაც ჩვენ გვაქვს საქმე. საერთაშორისო გამოცდილებაც ამას მოწმობს. მოლდოვაში ღირებულებითი შეუთავსებლობა იყო კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის და ის ჩამოიშალა, იტალია დაბრუნდა უკან, ისრაელში არაერთი ვადამდელი არჩევნები ჩატარდა", -აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, შერეული საარჩევნო სისტემა არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც "ქართული ოცნება" იქნება ხელისუფლებაში ან ვადამდელი არჩევნები თუკი ჩატარდა, აუცილებლად "ქართული ოცნება" მოვა ხელისუფლებაში. "მაგრამ პირობა იმისა, რომ ხელი შეეწყოთ დესტრუქციულ ძალებს დესტრუქციულ ქმედებაში და ახალისებდეთ ასეთი ჩანაწერები, რომ მუდმივად ქუჩაში იყონ, აზიანებს საზოგადოებასაც, ქვეყანასაც და მე არ მჯერა მათი გულწრფელობის. საზოგადოება ამას ხედავს და სწორედ ამიტომ არ უდგას გვერდით", - აღნიშნა დეპუტატმა. მას მიაჩნია, რომ ყველაზე მეტად ამ რეალობას ასახავს ამერიკული საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც, უშუალოდ პასუხისმგებლობას იტოვებს ის პირი, ვინც შედის პარლამენტში პირდაპირი გზით არჩევის შემთხვევაში.
"ესაა ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა და არა მხოლოდ ლიდერის ან პარტიის წინაშე. ამიტომ ეს არის საუკეთესო სისტემა. მაგრამ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, კომპრომისები და შეთანხმებები მიღებულია, მიუღებელია მხოლოდ ქიმიური ნივთიერებებით სირბილი. ჩვენ მაჟორიტარები გავედით შედეგზე, რომ ის ხიფათის შემცველი კანონპროექტი ჩავარდა ანუ შერეული სისტემა არის სწორედ მაჟორიტარების დამსახურება. შემდეგ ვსაუბრობდით, რომ არის ხიფათის შემცველი ჩანაწერები და მიღწეულია ისიც, რომ უმრავლესობა ეცდება, საერთო პოზიცია იქნას ჩამოყალიბებული და იქნას მოძიებული მხარდამჭერები, რომ მინიმუმ ასი ხმა მოგროვდეს, რათა შემდეგმა პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილოს. მესამე კომპრომისი უკვე ჩვენ გავეცით, რომ თუ ეს შედეგი დადგება, ჩვენ დავთმობთ მაჟორიტარულ სისტემას 2024 წლისათვის. ჩვენ დავიტოვეთ ამ შეთანხმებაში, რომ თუ ეს ვერ შეძლო გუნდმა, მაშინ ამ პროცესს გავაგრძელებთ. როდესაც დავთმეთ 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, არ დამშვიდდა პოლიტიკური სპექტრი. ეს კომპრომისი კი პირობადებული იყო. პირობა არ შესრულდა, უმრავლესობის უმრავლესობამაც არასწორად გათვალა და დაუშვა შეცდომა, რომ ეს ოპოზიციური სპექტრი დამშვიდდებოდა. მათი ქმედებებია აურზაური ქუჩაში, შემდეგ საპატრიარქოზე გალაშქრება, ახლა პარლამენტში შემოჭრები. შეცდომა მეც დავუშვი და ახლა ვცდილობ, გამოვასწორო ეს შეცდომა. მირჩევნია ჩემი დაშვებული შეცდომა თვითონ გამოვასწორო, ვიდრე ამ შეცდომამ ნეგატიური შედეგი მოიტანოს. ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ პარლამენტში ქუჩიდან ვერ შემოაღწევენ და შემოაღწევენ მხოლოდ ხალხის პირდაპირი მხარდაჭერით და არჩევნების წესით", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა