logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას
გიორგი გახარია: ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას
21:03 12.12.2019
ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობაა; მადლობა გადავუხადე კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ქართული მხარე ერთგული რჩება თავისი პოზიციისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა პლენარული სხდომის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა უკრაინელ კოლეგას ალექსი გონჩარუკს სუამ-ის სხდომის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, მრავალი წლის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგად, რეალობად იქცეს.

„ამასთან ერთად, ხაზი გაესვა იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ლოგისტიკისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარება, რაც ასევე შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ეკონომიკური ზონის რეჟიმს და ეკონომიკას განავითარებს. მივესალმეთ აქ გამართულ ბიზნესფორუმს და საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას უკრაინისადმი ამ ძალიან ნაყოფიერი წლისთვის. დარწმუნებულნი ვართ, რომ მომდევნო წელი სუამ-ში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობისას ასევე პროდუქტიული და ეფექტიანი იქნება“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურებთან ერთად, პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. სხდომის შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტებს. მათ შორისაა განზრახულობათა ოქმი სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების შესახებ, რაც ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორებს საშუალებას აძლევს, მსოფლიო მასშტაბით ისარგებლონ განსაკუთრებული ნდობით, როგორც ბიზნესსაზოგადოებაში, ისე მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობაში. ასევე გაფორმდა განზრახულობათა ოქმი სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დასადასტურებლად ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების თაობაზე. შეთანხმების შედეგად, ახლად გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატზე უფლებამოსილი სუბიექტის (მებაჟე ოფიცერი) ხელმოწერასთან ერთად, დატანილი იქნება QR კოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია წარმოშობის სერტიფიკატის ნამდვილობის დადგენა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა