logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მიზანი სხდომის ჩაშლა იყო
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მიზანი სხდომის ჩაშლა იყო
15:44 12.12.2019
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასებით, დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენების მიზანი სხვა არაფერი იყო, თუ არა ოპოზიციის მხრიდან პლენარული სხდომის ჩაშლა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებისათვის კენჭისყრის პროცესი უნდა გამართულიყო.

„ისეთი მდაბიო, ისეთი თავხედური პერფომანსი ჩაატარეს და ისე თავხედურად აპიარებენ ამ ყველაფერს, რომ უკვე აღარ ვიცი ამას რა ჰქვია. მიზანი იყო სხდომის ჩაშლა, „სასამართლო უნდა გაჩერდეს“ - სკანდირებდნენ ამას, ოღონდ ცოტა სხვა სიტყვებით, სიტყვასიტყვით თუ ვიტყვით, რომ „სია უნდა ჩავარდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, უზენაეს სასამართლოში სულ მალე რჩება ზუსტად ოთხი მოსამართლე, არა და უზენაეს სასამართლოს მინიმუმ 28 -30 მოსამართლე სჭირდება გამართულად რომ იფუნქციონიროს. იმის გამო, რომ ცოტა მოსამართლეები არიან დღეს, დაახლოებით 6 ათასი საქმე დაგროვდა და აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე უნდა დაკომპლექტდეს უზენაესი სასამართლო მოსამართლეებით, რომელთა შერჩევის პროცესი მამუკა მდინარაძის შეფასებით საკმაოდ გამჭვირვალედ წარიმართა.

„იუსტიციის საბჭომ, პარლამენტმა როგორ უნდა იმოქმედოს, ამისათვის ისეთი დეტალური და გამჭვირვალე კრიტერიუმები გავწერეთ, რომელიც არ არის მსოფლიოში. შემთხვევით კი არ ვამბობ, მსოფლიოში არ არის ასეთი გამჭვირვალე პროცესი. წარმოდგენილი გვყავს მოსამართლეები - ზოგი მოგვწონს, ზოგი არა, ზოგთან კითხვის ნიშნებია - ვისთან მძაფრი, ვისთან არამძაფრი და ა. შ. ისეთებიც არიან რომ არ მუშაობდნენ წარსულში, არიან ახალგაზრდებიც, მოკლედ არჩევანის ფართო სპექტრი გვაქვს. ახლა ჩვენ მარტივი გამოწვევის წინაშე ვართ, თუ რაღაც არ გადავწყვიტეთ, მაშინ სასამართლო ჩამოიშლება, შევხედოთ ვის ავირჩევთ, ჯერ წინ არის ყველაფერი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომლის შეფასებით, ოპოზიციის მცდელობა სხდომის ჩაშლის თაობაზე არის უნიჭოდ დადგმული პერფომანსი.

მამუკა მდინარაძის თქმით, ყველამ, ვინც პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო, ნათლად დაინახა ეს ორი ადამიანი (ირმა ნადირაშვილი, ლელა ქებურია) მივიდა ჯერ ერთ-ერთ დამოუკიდებელ დეპუტატთან, მერე ერთმა ქვევით გაიარა - ქებურიამ, სადაც სავარაუდოდ ეს სითხეა დასხმული და ამის კადრებიც არის.

„როგორც ირკვევა ვინც კი ალერგიული იყო, მათზე უფრო მძაფრად იმოქმედა, ეტყობა ის რაღაც ნივთიერება, რაც იყო, ალერგიულებზე უფრო მეტად მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, კრიმინალი ნამდვილად არ იქნება. ეგენი მაგას ვერ გაბედავდნენ. კრიმინალის მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ერთი პროცენტი რომ მაინც ყოფილიყო რაიმე რისკი, იმიტომ რომ მაგათ ყველაფერი მოუვათ თავში, იმიტომ რომ ისეთი ხალხია ზოგადად და ისეთ რაღაცებს აკეთებენ, ადრეც და ახლაც, ვხედავთ, ერთი პროცენტიც რომ ყოფილიყო, გავუფრთხილდით ჟურნალისტებს, დეპუტატებს და გავიყვანეთ დარბაზიდან ყველა. მას შემდეგ, რაც ექსპერტ-კრიმინალისტები წინასწარ შედეგებს დადებენ, სხდომა გაგრძელდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა