logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნინო გოგუაძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევით ჩვენი მართლმსაჯულების და ქვეყნის მომავალს ვირჩევთ
ნინო გოგუაძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევით ჩვენი მართლმსაჯულების და ქვეყნის მომავალს ვირჩევთ
14:18 12.12.2019
დღეს, პარლამენტი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევით ირჩევს ჩვენი მართლმსაჯულების და ქვეყნის მომავალს.

ყველა ვაცნობიერებთ ამ პროცესის მნიშვნელობას და განსაკუთრებულობას. ეს არ არის მთავრობის დამტკიცება, რომელიც შეიძლება შეიცვალოს თუ არ გაამართლებს, ეს არ არის არც გენერალური პროკურორის არჩევა, არც ცესკოს წევრის ან თავმჯდომარის არჩევა, რომელიც გარკვეული ვადით აირჩევა, ეს არ არის კონსტიტუციის ცვლილებებზე კენჭისყრაც კი, რომელსაც ასევე შეიძლება ხელახლა მიუბრუნდე.

უზენაესის მოსამართლეების უვადოდ არჩევა არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი ვერ შეცლის და ვერ გამოასწორებს.

ჩვენ უვადოდ უნდა ავირჩიოთ ის ადამინები, რომელებმაც საბოლოო სიტყვა უნდა თქვან ადამიანის უფლებებზე, უნდა დაიცვან ჩვენი სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, უნდა დაიცვან სახელმწიფოსგან თუ ნებისმიერი პროცესისგან დაჩაგრული ადამიანები, უნდა დაიცვან ჩვენი არჩევნები. . . და საერთოდ, მიიღონ გადაწყვეტილებები იმაზე, როგორ ქვეყანაში იცხოვრებს ჩენი საზოგადოება - ექნებათ კანონის და სამართლის იმედი თუ ექნებათ უსამართლობის განცდა.

მე პირადად ვიღებდი მონაწილეობას მოსამართლეების გამოკითხვის პროცესში და ყველამ ვიხილეთ, რომ ძალიან მცირე მათგანი აკმაყოფილებს კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს.

პარლამენტმა არ უნდა დაუჭიროს მხარი იმ კანდიდატებს, რომლებსაც უმძიმესი გადაწყვეტილებები აქვს წარსულში მიღებული და დღესაც არ ააქვს პასუხი თუ რატომ იღებდნენ ამ გადაწყვეტილებებს.

ასევე, არ უნდა დაუჭიროს მხარი იმ კანდიდატებს, რომლებიც წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ პოლიტიკურ სისტემას აბრალებენ, საკუთარ წვლილს და როლს ამ სისტემის შექმნაში ვერც მაშინ ხედავდნენ და ვერც ახლა ხედავენ და დღესაც უჭირთ პასუხის გაცემა როგორ მოიქცევიან, თუკი პოლიტიკური წნეხი დღესაც განხორციელდება მის მიმართ.

ასევე, რთულია მხარი დაუჭირო კანდიდატს, რომელსაც წარმოდგენა არ ააქვს მოსამართლის ინდივიდუალურ როლზე სასამართლოს სიტემის დამოუკიდებლობის და გაჯანსაღების პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა სასამართლო სისტემას მეტი დამოუკიდებლობის გარანტიების შეუქნა, სასამართლოს დამოუკიდებლობას მხოლოდ დამოუკიდებელი და პრინციპული მოსამართლეები ქმნიან და ამ კანდიდატების დიდი უმრავლესობა დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას ვერ შექმნის ქვეყანაში.

მინდა ჩემს კოლეგებს მოვუწოდო, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ათეული წლები ნუ გადადებენ მართლმსაჯულების რეალური გაჯანსაღების პროცესს და მხოლოდ იმ კანდიდატებს დაუჭირონ მხარი, რომლებიც აკმაყოფილებენ უზენაესი სასამართლოს უვადოდ გამწესებული მოსამართლისთვის დადგენილ მაღალ მოთხოვნებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა