კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მაღაროების დახურვას აპირებს ჭორია და სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, მისი გეგმა მაღაროების არა დახურვა, არამედ უფრო გაძლიერებაა. ამის თაობაზე მან ტყიბულში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ჭორს მიგორებენ, თითქოს მაღაროს დახურვასა და ტყიბულის რაიონში კანონიერი ქურდების შეყვანას ვაპირებ“ - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი სასაცილო ჭორებია.
„მთელი ჩემი ცხოვრება წესიერად მიცხოვრია, ჩემს ცხოვრებაში ერთ შავ ხაზსაც ვერ ნახავენ“ - განაცხადა მან.

















