მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტუდენტებს შეხვდა.
პრეზიდენტმა საქართველოში განათლების სისტემასა და სტუდენტების დასაქმების პროგრამაზე, ასევე ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და გატარებული რეფორმების შედეგებზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, საქართველოში მენტალური რევოლუცია მიმდინარეობს და ქვეყანა მუდმივად გამოწვევების წინაშე დგას, ემუქრება ეკონომიკური კრიზისი და ძალიან ცუდია ასევე საწვავის ფასების ზრდა. თუმცა, მეორე მხრივ ქვეყანაში მნიშნელოვანი რეფორმები ტარდება.
"ჩვენ უნდა ვიყოთ ან ძალიან მაგრები, ან შეიძლება ჩვენს არსებობას საერთოდ საფრთხე დაემუქროს. ასე იყო საუკუნეების განმავლობაში", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე.
მან სავაჭრო რეჟმებზეც ისაუბრა და აღნშნა, რომ საქართველოს ექნება თავისუფალი ვაჭრობა დსთ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან.
"ჩვენ პირველი ევროპული ქვეყანა ვიქნებით, რომლის პროდუქცია ამერიკის ბაზარზე ყოველგვარი გადასახადის გარეშე შევა" - აღნიშნა სააკაშვილმა.

















