logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი - 2018-2019 წლის სტატისტიკა მიუთითებს, რომ ფემიციდის მიმართულებით კონტროლი და მონიტორინგი ეფექტურად ხორციელდება
ნათია მეზვრიშვილი - 2018-2019 წლის სტატისტიკა მიუთითებს, რომ ფემიციდის მიმართულებით კონტროლი და მონიტორინგი ეფექტურად ხორციელდება
16:55 11.12.2019
ფემიციდის მიმართულებით პროგრესი არის და ეს პროგრესი არ ყოფილა მხოლოდ სახელმწიფო უწყებების დამსახურება, ეს იყო იმ თანამშრომლობის დამსახურება, რომელიც იყო სახელმწიფო უწყებებს, სახალხო დამცველის აპარატს და ზოგადად, ამ თემებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაზე "ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი" განაცხადა.



როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, წინა წლების სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, დანაშაული შემცირებულია, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ასეთ მძიმე თემაზე საუბრისას პროგრესზე საუბარი რთულია.


"თუ შეიძლება, რომ ამ საკმაოდ მძიმე თემაზე საუბრისას ვილაპარაკოთ პროგრესზე და ხშირად საუბარია ხოლმე, რომ შემცირდა ბოლო პერიოდის განმავლობაში სტატისტიკა, მართლა შემცირებულია სტატისტიკა წინა სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, მაგრამ იმდენად მძიმე თემაზე ვსაუბრობთ, რომ შარშან 9 ქალი იყო მოკლული და წელს 7 ქალია მოკლული, ამ თემების მხოლოდ სტატისტიკურ ჭრილში განხილვა საკმაოდ მძიმეა. თუმცა, პროგრესი არის და ეს პროგრესი არ ყოფილა მხოლოდ სახელმწიფო უწყებების დამსახურება, მხოლოდ შსს-ს და პროკურატურის ერთობლივი თანამშრომლობის დამსახურება, ეს იყო იმ თანამშრომლობის დამსახურება, რომელიც იყო სახელმწიფო უწყებებს, სახალხო დამცველის აპარატს და ზოგადად, ამ თემებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის. მუდმივ რეჟიმში, ბოლო 2 წლის განმავლობაში, მე მანამდე შეხება არ მქონდა, ამიტომ, ამ წლებით შემოვიფარგლები - ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა და ის პრობლემები, რასაც სახალხო დამცველი განსხვავებული პერსპექტივიდან ხედავდა, ეს პრობლემები მოდიოდა სახელმწიფო უწყებებში", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კონფერენციაზე ასევე, ყურადღება გაამახვილა ფემიციდის მიმართულებით განხორციელებულ მონიტორინგის მექანიზმებზე და აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი უწყება განახორციელებს მონიტორინგს სხვადასხვა კუთხით, პრევენცია მოხდება უფრო ადრეულ ეტაპზე.


მისი თქმით, ადრეული ეტაპიდანვე ხორციელდება მონიტორინგი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, დაინერგა რისკის შეფასების ინსტრუმენტი, ხორციელდება შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი, მათ შორის პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებები გახორციელდა.



"რამდენიმე საკითხზე გავამახვილებ მხოლოდ ყურადღებას. პირველ რიგში, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მონიტორინგის ასეთი ეფექტიანი მექანიზმი გაქვთ და ფაქტიურად კიდევ ერთხელ ამონიტორინგებთ იმას, რასაც ამონიტორინგებენ სახელმწიფო უწყებები. ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ რაც უფრო მეტი უწყება განახორციელებს მონიტორინგს სხვადასხვა კუთხით, შედეგი იქნება უფრო კარგი და პრევენცია მოხდება უფრო ადრეულ ეტაპზე. პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური რეაგირება. ხშირად არის ხოლმე საუბარი კანონის ცვლილებაზე, გამკაცრებაზე, მაგრამ ხანდახან აღარ მკაცრდება კანონი, 17 და 20 წლის იქით აღარ ადის თავისუფლების აღკვეთა, უბრალოდ აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი ეფექტური მექანიზმები, რომ ფემიციდის პრევენცია მოვახდინოთ. რას გულისხმობს ეს მექანიზმები - ჩვენ გვახსოვს პერიოდები, როდესაც 10 და 15 შეტყობინებაზე არ ხდებოდა რეაგირება, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვებოდა. გვახსოვს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაგებული სისხლის სამართლის საქმეები და როდესაც პროგრესზე ვსაუბრობ, ზუსტად ამას ვგულისხმობ, რომ ასეთი ტიპის პრობლემები დღეს ჩვენ აღარ გვაქვს. აღარ გვაქვს იმიტომ, რომ ადრეული ეტაპიდანვე ხორციელდება მონიტორინგი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, დაინერგა რისკის შეფასების ინსტრუმენტი, ხორციელდება შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი 2018 წლის პირველი სექტემბრიდან, მათ შორის პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა შესაბამისი დამამძიმებელი გარემოება და აღნიშნული მოტივით ჩადენილი დანაშაული გაცილებით უფრო მკაცრად ისჯება.


"დიდი ხანი იყო საუბარი ფემიციდის ცალკე დასჯად ქმედებად გამოცხადებაზე და იცით, რომ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა შესაბამისი დამამძიმებელი გარემოება და გაცილებით უფრო მკაცრად ისჯება. ალბათ, კიდევ უფრო უკეთესი შედეგი გვექნება, როდესაც პარლამენტი მიიღებს მთავრობის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს ელქტრონულ სამაჯურებთან დაკავშირებით და კიდევ უფრო ეფექტიანები ვიქნებით ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანი ნაწილი რაც არის, ჩვენ არ გვაქვს 2018-2019 წელს ისეთი მკვლელობები, ამ ნიშნით ჩადენილი, რომელიც ჩადენილია შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, რაც ცალსახად მიუთითებს იმას, რომ კონტროლი და მონიტორინგი ეფექტურად ხორციელდება. მადლობა მინდა გადავუხადო სახალხო დამცველის ოფისს, ამ წლების განმავლობაში გაწეული თანამშრომლობისთვის და იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტური იქნება", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე ისაუბრა ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, განახლებული სტრუქტურით მომავალ წელს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებაზე იმუშავებს, - პრიორიტეტებს შორისაა გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები.


"გუშინ ჩვენ პრეზენტაცია გვქონდა მთავრობის ადმინისტრაციაში, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ და უფრო ქმედითი გავხადოთ ადამიანის უფლებათა საბჭო, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს. ჩვენ პირველ სხდომას იანვარში გავმართავთ და ძირითადი მესიჯები რომ ვთქვათ, საბჭო ორიენტირებული იქნება უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდაზე. ვაღიარებთ, რომ ამ მიმართულებით პრობლემები გვქონდა. იქნება ორიენტირებული, უპირველეს ყოვლისა შედეგზე. გვაქვს გამოყოფილი 4 პრიორიტეტული მიმართულება, რომელთაგან 2020 წელს ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება სწორედ ქალთა მიმართ ძალადობა და გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაული, თუ ნებისმიერი ხასიათის ქმედება. იმედი გვაქვს, ამ მიმართულებითაც თქვენთან თანამშრომლობის" განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა