საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან სიგიტას ლეონავიჩიუსთან და პალატის წევრებთან შეხვედრა
გამართა. შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო. ასევე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ბიზნეს კავშირების განმტკიცების პერსპექტივები.

















