„ლეიბორისტული პარტიის” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ შატბერაშვილი ავჭალაში ყოფილ სანატორიუმ „გაზაფხული”-ს შენობაში შესახლებულ 30-მდე უსახლკარო ოჯახს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შატბერაშვილი მობინადრეებს ხელისუფლებაში „ლეიბორისტების“ მოსვლის შემდეგ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას დაპირდა, მოქმედ ხელისუფლებას კი მოუწოდა, რომ აღნიშნული ოჯახები საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყონ.
„თუ ხელისუფლება არ დააკმაყოფლებს ამ მოთხოვნებს, მაშინ ჩვენ გლდანის გამგეობის წინ აქციას გავმართავთ” - განაცხადა შატბერაშვილმა.
მისი თქმით, იმ დროს, როცა ხელისუფლების ოჯახის წევრები მსოფლიოს ფეშენებელურ კურორტებზე, ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებში ისვენებენ და ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსებს მილიონებს ურიგებს, მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია.

















