მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რაჭაში ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო, შემდეგ კი ნიკორწმინდის ტაძარი მოილოცა.
„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო მარიამობის დღესასწაული. ეს დიდი დღესასწაულია და მას რაჭველები განსაკუთრებით აღნიშნავენ ხოლმე, ასევე, მივულოცავ საქართველოში მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
დღეს ბიძინა ივანიშვილი შეხვედრებს ტყიბულსა და თერჯოლაში მართავს. რაჭა-რეჩხუმის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები კოალიციამ გუშინ დაასრულა.

















