logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ცოტნე ზურაბიანი: საარჩევნო სისტემის უნივერსალური მოდელი, რომლითაც შეიძლება ყველამ იხელმძღვანელოს - არ არსებობს
ცოტნე ზურაბიანი: საარჩევნო სისტემის უნივერსალური მოდელი, რომლითაც შეიძლება ყველამ იხელმძღვანელოს - არ არსებობს
20:00 10.12.2019
„საარჩევნო სისტემის უნივერსალური მოდელი, რომლითაც შეიძლება ყველამ იხელმძღვანელოს - არ არსებობს“ - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ცოტნე ზურაბიანმა, ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„არის დისკუსია პროპორციულ არჩევნებთან, შერეულ სისტემასთან დაკავშირებით და ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ რომელიმე ამ სისტემის უპირატესობაზე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ შერეული საარჩევნო სისტემა არის ყველაზე არადემოკრატიული და მიუღებელი, რა თქმა უნდა, ფუნდამენტში ურტყამს დემოკრატიის პრინციპებს, რადგან თუ ჩვენ ვსაუბრობთ საარჩევნო სისტემებზე - ისეთი წარმატებული მოდელები გვაქვს ჩვენ ევროპაში და მათ შორის, გამოცდილ დემოკრატიებში, სადაც წარმატებით იყენებენ მაჟორიტარულ სისტემას“, - განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

მისი თქმით, მისასალმებელია დიალოგი, რომელიც ოპოზიციასთან საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით დაიწყო.

„მისასალმებელია, ის რომ კონსტრუქციულ ფორმატში გადმოვიდნენ, აღარ საუბრობენ ძალისმიერი რიტორიკით და მათი ყველაზე მთავარი დამახასიათებელი რაც გახლდათ -მოწოდება სახელმწიფოს დამხობისკენ. ჩვენ მივესალმებით ამ დიალოგს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს კონკრეტული შედეგები ექნება. მე ვემხრობი მსჯელობას, ვემხრობი დისკუსიას, ვემხრობი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდეს საუბარი, იმიტომ რომ იცვლება პოლიტიკური მოცემულობა, მიზანშეწონილობა და ჩვენ, აქ მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს - რომ ჩვენი გადაწყვეტილებების მთავარი ამოსავალი წერტილი გახლავთ ის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისი თქმით, პარტიის ხელმძღვანელის მხრიდან გაჟღერებული გადაწყვეტილების მთავარი მიზანი იყო, რომ ხელი შეეწყო ქვეყანაში კონსტრუქციული დიალოგისთვის, თანამშრომლობისთვის და ა.შ.

„საპირისპიროდ ჩვენ მივიღეთ რადიკალიზაცია, პირდაპირი შეურაცხყოფა, როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური დაპირისპირებები. ჩვენი პოზიცია, რომელიც გაჟღერდა იყო არგუმენტირებული და იყო შედეგზე ორიენტირებული“, - განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა