logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: საშიშია ცრუ ინფორმაცია, რომელიც ჩვენგან უცხოელებს მიეწოდება
გიორგი ვოლსკი: საშიშია ცრუ ინფორმაცია, რომელიც ჩვენგან უცხოელებს მიეწოდება
15:04 10.12.2019
"საშიშია ინფორმაცია, რომელიც ჩვენგან უცხოელებს მიეწოდება. 85 პოლიტპატიმარი ყოფილა თურმე და აღმოჩნდა, რომ არაფერი ამდაგვარი არ ხდება, ხოლო ის 19 ადამიანი, ვინც დააკავეს 20 ივნისის შემდეგ, მათგან 4-ს აქვს წინასწარი პატიმრობა და მხოლოდ ერთს აქვს მისჯილი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების თემასთან დაკავშირებით, რომელსაც უტყუარი სამხილები წარუდგინეს.",-ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკიმ თავის გამოსვლაში ყურადღება დეზინფორმაციის გავრცელებაზე და ამ მიმართულებით ოპოზიციის მოქმედებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ უპასუხისმგებლო განცხადებები უპირველესად ქვეყანას აზიანებს საშინაო და საგარეო მიმართულებით.
"დესტრუქცია, რომელიც მივიღეთ 24 ივნისის განცხადების საპასუხოდ, არის ის, რაც ქვეყანას დაანგრევს და ძირს გამოუთხრის მის სტაბილურობას. საგანგებო თემაა გზები და ენერგორესურსების მოძრაობა კასპიის რეგიონიდან ევროპულ ბაზრებზე. საგანგებო თემაა ჩენი უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის და ამას ყველაფერს გარედან ემატება დიდ დოზით დეზინფორმაცია. და რომელი რუსების დეზინფორმაცია დაგვაზიანებს, არ ვიცით რომ ოკუპირებული აქვთ ტერიტორია და ხალხს იტაცებენ? თუნდაც გაფრინდაშვილის მაგალითი ავიღოთ.

არასწორი ინფორმაციაა ჩვენს დეპუტატებზე, ზოგადად ვითარებაზე, რომ კრიზისია. დიახ, კრიზისი არის პარტიათა შორის ურთიერთობაში და ეს კრიზისი ჩვენ არ გამოგვიწვევია. კრიზისი შექმნეს. კრიზისი შექმნეს უტიფარი განცხადებებით და ხეპრული გამოსვლებით და მოქმედებებით. რომ დავუჯეროთ სახალხო დამცველს, კი არის კანონდარღვევა, მაგრამ ეს კანონდარღვევა საწყლებმა იმიტომ ჩაიდინეს, რომ ჩვენ შევუქმენით პოლიტიკური მიზეზები ამისათვის. კიდევ ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ქვეყნის მიტაცებაზე და მმართველობაზე საუბარი, რომელიც ასევე ინტენსიურად მიეწოდება როგორც არასწორი ინფორმაცია ჩვენს კოლეგებს",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პირველმა ვიცე-სპიკერი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო 14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებას, რომელიც ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

"14 დეკემბრის ღონისძიება. ეს არის ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ევროსაბჭოში ჩვენს თავმჯდომარეობას. რასაკვირველია იქ ჩენი მხარდამჭერებიც იქნებიან, რასაკვირველია იქ აქტივიც იქნება. ეს არის ღონისძიება იმისათვის, რომ საზოგადოებას დავანახოთ ჩვენი რეალური სახე, ჩვენი საგარეო პოლიტიკის რეალური მიმართულება და ასევე დავანახოთ, რომ არ ხდება ჩვეულებრივად ეს პროცესი, რომელსაც ქვია ჩვენი საზოგადოების ჩამოყალიბება და არ შეიძლება ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე იყოს დამყარებული, რომლებმაც გადაწყვიტეს და კმარას ტიპის ორგანიზაცია შექმნეს. ყურადღებით ვიყოთ, მხარია დავუჭიროთ ერთმანეთს და ფიზიკურად ნუ დავუპირისპირდებით. ეს არის ჩვენი პოზიცია. ვიშრომოთ იმისათვის, რომ დავარეგულიროთ და არ შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომელიც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება ხვალ",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა