logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მერაბ ქვარაია: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში გზის ნაწილში ყველა დროის ყველა რეკორდი პრაქტიკულად  მოხსნილია
მერაბ ქვარაია: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში გზის ნაწილში ყველა დროის ყველა რეკორდი პრაქტიკულად მოხსნილია
14:48 10.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მერაბ ქვარაიამ პლენარულ სხდომაზე პროფესიონალური დღე მიულოცა მეგზევეებს, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება. მისი თქმით, პოლიტიკური მაღალი ტემპერატურის ფონზე შეიძლება ბევრს არ ახსოვდეს, ადამიანები, რომელთა შრომის ფასადაც XXI საუკუნეში, სწრაფი ეფექტური კომუნიკაციის დინამიური გადაადგილების ეპოქაში შესაძლებლობა გვეძლევა კომფორტული გადაადგილების საშუალება. მით უფრო, რომ აბრეშუმის გზის ქვეყანა ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საავტომობილო გზები არა მარტო შიდა მოხმარების არამედ საერთაშორისო დატვირთვისაცაა.


"დღეს დეპარტამენტის ბალანსზე დაახლოებით 1455 კილომეტრი საერთაშორისო, ხოლო 7 ათასამდე კილომეტრი შიდა მოხმარების გზა ირიცხება. თითოეული ამ გზის მნიშვნელობა და დატვირთვა არის ძალიან მაღალი", განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, "გზა - დროის რაციონალური გამოყენებაა. კარგი გზა - დაზოგილი დრო და ენერგიაა, ეს კომფორტი და მაღალი განწყობაა, მეტი ურთიერთობაა და მეტი და დინამიური განვითარებაა ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი გზების განვითარებას".



მერაბ ქვარაიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი მონაცემების შესახებ ისაუბრა, რომელიც გზების დეპარტამენტის გაწეულ მუშაობას ასახავს. –"პირდაპირ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში გზის ნაწილში ყველა დროის ყველა რეკორდი პრაქტიკულად არის მოხსნილი. არასდროს ამდენი გზა არ გაკეთებულა, არასდროს ამდენი გზატკეცილი არ მოწესრიგებულა, არასდროს ამდენი ხიდი თუ გვირაბი ერთდროულად არ აშენებულა, არასდროს ამდენი მიმდინარე პროექტი არ ყოფილა საქართველოში.



ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარმოადგინა ციფრები, რომელიც არის ძალიან საინტერესო და ის გვეუბნება, რომ 2019 წელს საგზაო დეპარტამენტმა 200 პროექტი უკვე დაასრულა. დაიგო წინა წელთან შედარებით ოთხჯერ მეტი - 800 კმ გზის საფარი. პროექტებზე დასაქმდა 10 ათასი ადამიანი, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ერთი წლის განმავლობაში მოხდა 1 მილიარდ 200 მლნ ლარის ინვესტირება. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს 140 კილომეტრიან მაგისტრალურ გზაზე. 2020 წლისათვის კი სამინისტრო იმუშავებს უკვე 200 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობაზე,. საიდანაც 2020 წელს დაასრულებს 70 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობას. აშენდა და რეაბილიტირდა 53 ხიდი, მაგისტრალურ პროექტებში დასაქმებულია 3200 ადამიანი და იგეგმება რომ 2020 წელს დასაქმდება 5500-მდე ადამიანი. საინტერესოა, რომ 80% ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები გახლავთ ადგილობრივი კადრები საქართველოს მოქალაქეები.

2020 წელს დასრულდება ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც მართლაც განტვირთავს ამ მძიმე მონაკვეთს, რომელიც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.



ხელშეკრულება გაფორმდა ქვეშეთი-კობის 23 კილომეტრიანი გზისა და 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის უდიდეს პროექტზე. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებზე ჩატარებულ 345 ტენდერში 55-მა ახალმა ქართულმა კომპანიამ მიიღო










FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა