logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გუგული მაღრაძე: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ  ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ რა წესით ჩატარდება არჩევნები საქართველოში, ეს არის ქვეყნის შიდა საქმე
გუგული მაღრაძე: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ რა წესით ჩატარდება არჩევნები საქართველოში, ეს არის ქვეყნის შიდა საქმე
14:45 10.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გუგული მაღრაძის ინფორმაციით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წარმატებების თაობაზე.


"ახალი ფორმატის - ე. წ. სამეულის შექმნა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი დახმარება ექნება ევრონესტიდან, როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური. სამეულში არის - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რომელთაც უფრო მაღალი დონე აქვთ ევროკავშირთან ურთიერთობის და, შესაბამისად, სხვა ტიპის მოთხოვნები და სხვა ტიპის საჭიროებები გააჩნიათ. ევროკავშირი მაქსიმალურად უპასუხებს თავისი დახმარების პაკეტებით ამ სამ ქვეყანას. განხორციელდება პრინციპი "მეტი მეტისთვის" ანუ რომელი ქვეყანაც უფრო წარმატებული იქნება, მას კიდევ უფრო მეტი დახმარება მიეცემა", - განმარტა გუგული მაღრაძემ. მისი მოსაზრებით, ამ ფონზე, როცა ევროპელი კოლეგები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, დიდი ვერაგობაა ქართული ოპოზიციის სისტემატიური მცდელობა, რომ რეზოლუციაში სხვადასხვა მიმართულებით უარყოფითი შეფასებები გაკეთდეს.



"2012-2016 წლებში ვიყავი საპარლამენტო ასამბლეის წევრი და მე არ მახსოვს არცერთი შეხვედრა, რომ არ ყოფილიყო ოპოზიციის მხრიდან მცდელობა, რაიმე უარყოფითი შესულიყო რეზოლუციაში. ოპოზიცია თანდათან კარგავს მხარდამჭერებს. გუშინდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ძალიან ჯანსაღად აფასებს იმ პროცესებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.



მისივე თქმით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ რა წესით ჩატარდება არჩევნები საქართველოში, ეს არის ქვეყნის შიდა საქმე და მთავარია არჩევნები იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი.


"ვიმედოვნებ, რომ სქართველოში გვეყოლება ოპოზიცია, რომლისთვისაც მთავარი იქნება ქვეყნის წარმატებები და არაა მათი პოლიტიკური დღის წესრიგი", - აღნიშნა დეპუტატმა.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა