logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნინო წილოსანი: ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის, მთავრობის ეფექტიანობის, კორუფციის კონტროლის კუთხით, საქართველო  აღმოსალეთ ევროპის ქვეყნების გვერდით დგას
ნინო წილოსანი: ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის, მთავრობის ეფექტიანობის, კორუფციის კონტროლის კუთხით, საქართველო აღმოსალეთ ევროპის ქვეყნების გვერდით დგას
14:35 10.12.2019
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ფინანსთა მინისტრის მიერ გუშინ წარმოდგენილ წლიურ ანგარიშს გამოეხმაურა და იმ შედეგებზე ისაუბრა, რომლებიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების ერთობლივი მუშაობის შედეგად დაიდო.


"პირველი, რითიც მინდა დავიწყო არის ის ფისკალური წესები, რომელიც სახელმწიფომ და ფინანსთა სამინისტრომ დააწესა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ეს არის ბიუჯეტის დეფიციტის და სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარი, რაც არის საერთაშორისო სტანდარტების ნამდვილად კარგი მაგალითი. მთავრობის ვალი საკმაოდ დაბალ და ურისკო მაჩვენებელზეა და ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო პარტნიორი. ბიუჯეტის ღიაობის ინდექსის მიხედვით, ჩვენი ბიუჯეტი მეხუთე ადგილზეა შვედეთის და ნორვეგიის ბიუჯეტის ღიაობის შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო და საჯარო თანხების ხარჯვის და შემოსავლის ნაწილი სრულიად გამჭვირვალეა. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იანვრიდან ბიუჯეტის ელექტრონული პლატფორმა შეიქმნება, სადაც თითოეული მოქალაქეს შეეძლება ნახოს ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები და რაც მთავარია, საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირონ.


დაბალი საგადასახადო ტვირთის მიხედვით, საქართველო მესამე ქვეყანაა მსოფლიოში და ამ დადებით მხარესთან ერთად, ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ამ გადასახადების ამოღება. თუმცა ვიცით, რომ გრძელვადიანი შემოწმებები საგადასახადო ბიზნესისთვის და კერძო სექტორისთვის საკმაოდ დიდი დისკომფორტი და ტვირთია, ამიტომ 2019 წელს ფინანსთა სამინისტრომ პრაქტიკაში დაამკვიდრა თემატური გასვლითი შემოწმებები, რომელიც გაცილებით მოკლევადიანია და ნაკლებ ადამიანურ რესურს მოითხოვს გადასახადის გადამხდელისგან.


რა გვაქვს ამის ყველაფრის შედეგად? შედეგად გვაქვს მმართველობის ხარისხის საერთაშორისო რეიტინგში ის, რომ ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის, მთავრობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის კუთხით საქართველო დგას აღმოსალეთ ევროპის ქვეყნების გვერდით, რეგულაციის ხარისხის დონის მიხედვით კი ევროკავშირის ქვეყნების დონეზე.


და ბოლოს რა გვიჯდება ეს შედეგები და ეს მიღწევები, რომლებიც ნამდვილად ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა. საქართველო იაფი ბიუროკრატიის რეიტინგში მეორე ადგილზეა სინგაპურის შემდეგ. ჩვენ ეს შედეგები გვიჯდება მაქსიმალურად იაფი და მაქსიმალურად ნაკლებ გადასახდელთა გადახდილ თანხებს ვხარჯავთ ამ შედეგების მისაღებად", - განაცხადა ნინო წილოსანმა.









FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა