logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ცოტნე ზურაბიანი: ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ძალიან უსუსური მცდელობა,  შეცდომაში შეეყვანათ  ჩვენი ევროპელი კოლეგების ნაწილი
ცოტნე ზურაბიანი: ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ძალიან უსუსური მცდელობა, შეცდომაში შეეყვანათ ჩვენი ევროპელი კოლეგების ნაწილი
14:33 10.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ცოტნე ზურაბიანმა პლენარულ სხდომაზე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ამ დღეებში საქართველო მასპინძლობს და სადაც საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა ევროპელ კოლეგებთან, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ემსჯელა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც შემდგომ საბოლოო რეზოლუციებში და გადაწყვეტილებებში აისახა.


მისი თქმით, ევრონესტი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საპარლამენტო ინსტრუმენტია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, სადაც ჩვენი ქვეყანა ძალიან აქტიური დღის წესრიგით არის წარმოდგენილი.


დეპუტატის თქმით ევრონესტზე ბევრ მნიშვნელოვან საკითხთა შორის გაკეთდა განცხადება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით. –"ასამბლეაზე იყო ბევრი საკითხი, მათ შორის უნდა აღინიშნოს სპეციალური განცხადება, სადაც ხაზგასმით იქნა მოთხოვნილი რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით".



ცოტნე ზურაბიანმა ისაუბრა ოპოზიციის უსუსურ მცდელობაზე ევრონესტის ტრიბუნა გამოეყენებინათ ევროპელი კოლეგების შეცდომაში შეყვანის მიზნით:
"ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ძალიან უსუსური მცდელობა შეცდომაში შეეყვანათ ჩვენი ევროპელი კოლეგების ნაწილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისი და ქვეყანას ჰყავს ათეულობით პოლიტპატიმარი. მათ მიაწოდეს 85 კაციანი სია რომელთაგანაც უდიდესი ნაწილი განთავისუფლდა მხოლოდ ჯარიმით, ნაწილი მათგანი განთავისუფლდა პირდაპირ დარბაზიდან და მხოლოდ რამდენიმეს დაეკისრა პატიმრობა 3 დღით, 5 დღით და ასე შემდგომ და ეს ადამიანები უნდა წარმოაჩინონ, როგორც პოლიტიკური პატიმრები. ამას აკეთებს "ნაციონალური მოძრაობა", ხალხი, ვინც ალპობდა ციხეებში ადამიანებს და ადამიანები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ დააზიანონ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და დასავლური ინსტიტუტები გამოიყენონ მხოლოდ იმისთვის, სადაც ხედავენ თავის ვიწრო პარტიულ ინტერესებს.


აი, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" სიმართლე და როგორი წარუმატებელიც იყო გუშინ კენჭისყრა სესიაზე, ასეც გაგრძელდება მომავალში.

ჩვენ კი ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, დემოკრატიულ ტრანსფორმაციას და ინსტიტუციურ მშენებლობას"- განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა თავის გამოსვლაში.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა