logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია, რომელიც ერთმანეთში ურევს პარლამენტის აპარატს და  საკონსტიტუციო სასმართლოს, რაიმე პოლიტიკური ხაზის განმსაზღვრელი ვერ იქნება
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია, რომელიც ერთმანეთში ურევს პარლამენტის აპარატს და საკონსტიტუციო სასმართლოს, რაიმე პოლიტიკური ხაზის განმსაზღვრელი ვერ იქნება
13:43 10.12.2019
საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაიმართება. აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც მოგვმართეს შესაბამისი თხოვნით ამ კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით, მიუხედევად იმ დესტრუქციისა, რომელსაც ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში. და ეს დესტრუქცია, რასაც მოიცავს, ყველამ კარგად ვიცით. ეს არის, მაგალითად, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები, რაც ყოველდღიურ რეჟიმში გვესმის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერების მხრიდან. ასევე ვხედავთ ბლოკირების მცდელობას, იაფფასიან პერფორმანსებს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იდგმება, აგრესიულ რიტორიკას ვისმენთ. მიუხედავად ამ დესტრუქციული და კონტრპროდუქტიული მოქმედებებისა, რომელიც ხორციელდება ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაინტერესებს ოპოზიცია თავისი დესტრუქციით, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაც ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება და სწორედ ამ მოტივით არის ნაკარნახები მათი მოწოდება კონსულტაციების გაგრძელების თაობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან ისაუბრა ოპოზიციის მხრიდან თავიდან შემოთავაზებულ ე. წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც მისივე განმარტებით, ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას.

„ეს არის ერთუცნობიანი განტოლება, რომელიც კაზუსის სახით განიხილება პირველი კურსის პირველ ლექციაზე სტუდენტებთან . სამწუხაროა, რომ ასეთ მარტივ კაზუსთან დაკავშირებით მსჯელობა გვიწევს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ პოლიტიკური კულტურა საქართველოში განვითარებას საჭიროებს. ცალსახად არაკონსტიტუციურია ეს მოდელი. სწორედ ამ საფუძვლით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გაგვეგრძელებინა ამ საკითხის განხილვა. ეს კანონპროექტი არის წარმოდგენილი ოპოზიციის მხრიდან საქართველოს პარლამენტში. ამასთან დაკავშირებითაც იყო დისკუსია. აპარატმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღო - დარეგისტრირდა ეს კანონპროექტი და ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ ღიმილისმომგვრელი განცხადებები იმის თაობაზე, რომ თითქოს აპარატში გაიარა ამ დოკუმენტმა კონსტიტუციურობის ტესტი. ოპოზიცია , რომელიც ერთმანეთში ურევს საქართველოს პარლამენტის აპარატს და საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს, ბუნებრივია, ვერ იქნება რაიმე პოლიტიკური ხაზის განმსაზღვრელი ქართულ პოლიტიკაში. ეს აჩვენებს მათი იურიდიული განათლების დონეს ისევე, როგორც გერმანული მოდელის შეთავაზება. მათი განცხადება, რომ თითქოს პარლამენტის აპარატი და მისი იურიდიული დეპარტამენტი არიოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მიმანიშნებელია იმის, რომ მათი იურიდიული და პოლიტიკური კვალიფიკაციის დონე არის ძალიან დაბალი, რაც ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი განცხადებით, საქართველოს სჭირდება ძლიერი ოპოზიცია, რომელიც მისივე მოსაზრებით, თანდათან ჩამოყალიბდება. „ბოლოს გადაერთო კონსულტაციები მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებზე. ეს ინიციატივა არის სრულად თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან და, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კონსულტაციების დაწყების თაობაზე. დანარჩენს გვიჩვენებს კონსულტაციები. ეს საკითხი განიხილება გუნდში, უმრავლესობის შიგნით და ამის შემდეგ შეჯერებული პოზიციით წარვდგებით ოპოზიციის წინაშე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ეს კონსულტაციები საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა