საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 30 აგვისტოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს, რომლის შინაარსი ჯერ არ ხმაურდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, განცხადება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხება და ის 30 აგვისტოს ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას გაკეთდება.
ფანჯიკიძის თქმით, ამ განცხადებას ივანიშვილი დიპკორპუსის შემდეგ ასევე, უცხოური მედიასაშუალებების ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააჟღერებს.
პრესსპიკერის თქმით, განცხადება ქართველი ჟურნალისტებისთვისაც გაკეთდება.

















