logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: მივესალმებით, რომ პროცესი ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება - ვუბრუნდებით რეალურ საკითხებს, რაზეც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
არჩილ თალაკვაძე: მივესალმებით, რომ პროცესი ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება - ვუბრუნდებით რეალურ საკითხებს, რაზეც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
10:27 09.12.2019
„მოლაპარაკებების თემა იცვლება - მომდევნო რაუნდში განვიხილავთ არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს, რაზეც, ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში, მუშაობა ისედაც დაწყებული გვქონდა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის გამართული პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. მისი განმარტებით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში იმსჯელებენ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რათა მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებული არჩევნები უფრო დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ვიმსჯელოთ არსებული კონსტიტუციური მოდელის ფარგლებში და მოვემზადოთ არჩევნებისთვის. სამწუხაროდ, პირველ შეხვედრაზე ეს ვერ მოხერხდა, იმიტომ, რომ იყო გარკვეული კატეგორიული პოზიციები, მაგრამ დღეს, შევთანხმდით, რომ მოლაპარაკების მომდევნო თემა სწორედ ეს იქნება და ჩვენ ამისთვის მოვემზადებით”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პროცესი ნორმალურ, პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება და ეს მისასალმებელია. „რეალურ საკითხებს ვუბრუნდებით, რაზეც შეთანხმების მიღწევა არის შესაძლებელი”,- აღნიშნა მან.

რაც შეეხება „გერმანულ მოდელს“, ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული მოდელის მიღებას საკონსტიტუციო ცვლილებები ჭირდება და ამიტომ, ამ საკითხს მმართველი გუნდი არ განიხილავს.

მისივე შეფასებით, შეხვედრა კონსტრუქციულ ვითარებაში ჩატარდა და პოზიციების გამოთქმის საშუალება ყველა მხარეს მიეცა.

„როგორც ხედავთ, როგორც მინიმუმ, შეთანხმება იმაზე მაინც შედგა, რომ დღეიდან შემდეგი განხილვის საგანი იქნება არსებული შერეული მოდელის ფარგლებში შესაძლო ცვლილებები, რომელზეც ჩვენ პოზიციას მოვამზადებთ, ისევე როგორც ოპოზიცია მოემზადება მომდევნო რაუნდისთვის”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა