logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რომან კაკულია: საქართველოსთის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის თანამშრომლობის ახალი ფორმატი შემუშავდება
რომან კაკულია: საქართველოსთის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის თანამშრომლობის ახალი ფორმატი შემუშავდება
20:46 08.12.2019
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც სამი დღის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქში იმართება, ასოცირების ხელშეკრულების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მქონე ქვეყნების - საქართველო, უკრაინის და მოლდოვის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს და სამომავლო გეგმებე ისმჯელეს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ამ სამი ქვეყნისთის თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნის თაობაზე ინიციატივა გაჟღერდა, რომელსაც შეხვედრის მონაწილეები დაეთანხმნენ და მისი განხორციელების მიმართულებები განიხილეს.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე მოხსენება დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ წარადგინა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ აღნიშნული ჯგუფის საქმიანობასა და ახალი ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ასოცირების შეთანხმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რამდენადაც ის პროგრესი, რომელიც ამ ქვეყნებში არის მიღწეული, მათი წარდგენა ხდება. შეხვედრაზე ანგარიშები წარადგინეს უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ და მიღწეულ შედეგებზე სერიოული მსჯელობა გაიმართა. გარდა ამისა შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ინიციატივის განხილვა მოხდა, რომელიც ამ სამი ქვეყნისთვის, რომლებმაც შედარებით მაღალი ხარისხის პროგრესი აჩვენეს, შემუშავდეს ახალი ფორმატი, რომელიც ასე ვთქვათ, უფრო მეტად დააფასებს იმ პროგრესს რაც ევროპული მიმართულებით რეფორმების გატარების პროცესში ამ სამმა ქვეყანამ განიცადა. აღნიშნულ ინიციატივის მნიშვნელობას ხაზი გაესვა და აღინიშნა, რომ აუცილებელია ინსტრუმენტების შემუშავება, რომელიც მოტივაციების გაზრდისთვის კონკრეტულ, ხელშესეხებ დახმარებებში იქნება ტრანსფორმირებული. სამუშაო ჯგუფმა მხარი დაუჭირა ამ იდეას და მისი განხორციელებისთვის შემდგომი გზების ძიებას“, -განაცხადა რომან კაკულიამ.

ასოცირების ხელშეკრულების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე დაესწრნენ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა