logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნები ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ
ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნები ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ
01:00 07.12.2019
ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, მიღებულ იქნა საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ.

განცხადებაში მეგობარი ქვეყნები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციის გამო.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მეგობარი ქვეყნები არ ცნობენ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ჩატარებული ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას და მათ შედეგებს.

განცხადებაში აღნიშნულია აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება და გამოთქმულია შეშფოთება რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციების გამო, მათ შორის, ოკუპაციის არეალის გაფართოების მცდელობითა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების მიერ „საგუშაგოების“ მშენებლობით სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მნიშვნელოვანია, რომ მეგობართა ჯგუფის განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება სამხრეთ ოსეთის რეგიონში, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო, ასევე აღნიშნულია ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ტრაგიკული ფაქტი.

განცხადებაში ასევე დაგმობილია საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობები.

მეგობარი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას ფედერაციას, არ შეუქმნას დაბრკოლება დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას.

ამ კონტექსტში, ქვეყნები იმეორებენ მოწოდებას აღნიშული და სხვა საქმეების საფუძვლიანად გამოძიებისკენ და მართლმსაჯულების აღსრულებისკენ.

განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება სოფელ ატოცსა და გუგუთიანთკარში ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების მიერ „საგუშაგოების“ მშენებლობის გამო სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ განცხადებაში გამოთქმულია მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი, გაერო-ს ქარტიაზე, ჰელსინკის დასკვნით ოქმზე, საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებზე დაყრდნობით. ამ მხრივ აღნიშნულია რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს მთავრობის დიალოგის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დაძაბულობის დეესკალაციისკენ.ასევე ხაზგასმულია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და შუამდგომლობით გაიმართა.

განცხადებაში მეგობარი ქვეყნები ადასტურებენ ურყევ მხარდაჭერას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისადმი, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მისიისადმი საქართველოში, რომელსაც აქვს მანდატი, გაუწიოს მონიტორინგი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას. ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისი მანდატის შეუფერხებელი და სრული განხორციელების საშუალება, მათ შორის, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში წვდომის შესაძლებლობით.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა