logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება შენი ქვეყნის კონსტიტუცია შენივე ინტერპრეტირებით მოკლა
მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება შენი ქვეყნის კონსტიტუცია შენივე ინტერპრეტირებით მოკლა
23:48 06.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების მიზნით ხელმოწერების შეგროვების პროცესში პარტიული რესურსის გამოყენება არ მოხდება.

„არ და ვერ მოხდება იმიტომ, რომ პარტია და უმრავლესობის უმრავლესობა დგას სხვა პოზიციაზე, სხვა წარმოდგენები აქვს და საარჩევნო სისტემის განსხვავებულ მოდელს უჭერს მხარს. ამერიკული მოდელიც, შერეული მოდელიც და პროპორციული მოდელიც დემოკრატიულია. სამივე მოდელს იცნობს განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილი. არის ქვეყნები, სადაც დემოკრატიით მაინც და მაინც ვერ დაიკვეხნიან , მაგრამ ამ სამიდან რომელიმე მოდელი შეიძლება იყოს. ამიტომ აპრიორი არ უნდა ვთქვათ, რომ რომელიმე მოდელი ცალსახად და უპირობოდ განმსაზღვრელია დემოკრატიულობის ხარისხის. რა თქმა უნდა, ამერიკელებს დემოკრატიას ვერავინ ასწავლის, მაგრამ იქ განსხვავებული მოწყობაა, სხვა სისტემაა, საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა გვქონოდა საპარლამენტო მოწყობის რესპუბლიკა და აქედან გამომდინარე, საპარლამენტო მოწყობის ქვეყანაში, საბოლოო ჯამში, პროპორციული სისტემა არის სხვაზე უკეთესი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან გაიხსენა საკონსტიტუციო რეფორმის მსვლელობაში პროპორციული არჩევნებისადმი ოპოზიციის დამოკიდებულება. „ერთ-ერთი პირველი ცვლილება, რომელიც აისახა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, იყო 2020 წელსვე პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და მაშინ ნაცმოძრაობამ და მისმა სატელიტმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ამ პროექტს“, - აღნიშნა ვიცესპიკერმა. მისივე თქმით, დღეს მათი დამოკიდებულება სრულიად სხვაა.


„ჯერ გვითხრეს, რომ გვთავაზობდნენ გერმანულ მოდელს. მიმაჩნია, რომ გერმანული მოდელის შესაბამისობაზე ლაპარაკი არის სირცხვილი. როცა ყველა მანდატი არის პროპორციული და, ჩვენს შემთხვევაში, აქ არის მხოლოდ 77 მანდატი და ეს ერთი და იგივეაო იძახო, უკვე უხერხულია. მერე გრადაციით გადავიდნენ და თქვეს, რომ ეს არის გერმანულის მსგავსი მოდელი, ქართული მოდელი და რეალურად მართლა არის მსგავსება გერმანულთან. ეს მსგავსება არ გამოიხატება მთავარში, რომ აქაც, რაც შემოგვთავაზეს, მთლიანი სისტემა არის პროპორციული და მათ შორის ირჩევა პერსონიფიცირებული პირები, როგორც მაჟორიტარები ირჩევიან - ვთქვათ, პირობითად, ნახევარი. ესეც არის პროპორციული და პროპორციული არ ნიშნავს შერეულს. აქაც იგივე ლოგიკაა, პრინციპული განსხვავება მათ შორის არ არის. ამ პროექტის კონსტიტუციურობაზე სერიოზულად ვერ ვილაპარაკებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, წარმოუდგენელია თავმოყვარე იურისტმა ხელი მოაწეროს იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე კანონებში ჩაიწეროს სხვა რაღაცები.


„ორი მიმართულებით საშიში პრეცედენტია ამისი დაშვება თეორიულადაც, რომ დახუჭო თვალები და კანონში გაწერო ეს. პირველი - განაწყენებულმა პარტიამ რომ გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში, არაკონსტიტუციურად ცნობის თითქმის 100%-იანი შანსია. მეორე - კონსტიტუცია შენ როგორც გინდა, ისე რომ წაიკითხო შენი ინტერპრეტაციებით, მერე წლების განმავლობაში უნდა ვისმინოთ არგუმენტები, რომ კონსტიტუციაში შერეული სისტემის განმსაზღვრელი ნორმებიც ეწერა, მაგრამ ჩვენ ხომ ასე გავაკეთეთ და ახლაც ასე გავაკეთოთ. ეს კონსტიტუციის მოკვლას ნიშნავს. არ შეიძლება შენი ქვეყნის კონსტიტუცია მოკლა შენი ინტერპრეტირებით“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა