„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ საპატარიარქოს წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის სამშობიაროში ახალშობილ მარიამ პავლიაშვილს და მის ოჯახს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
გაბუნიამ დღესასწაული კრწანისელებსაც მიულოცა და სრულიად საქართველოს მშვიდობა უსურვა.
„მარიამობის დღესასწაული საპატრიარქოს სამშობიაროში ახალშობილ მარიამს და მის ოჯახს მივულოცე. ვუსურვებ მათ ღვთისწყალობას და კეთილდღეობას. აქვე მინდა ეს დღე კრწანისელებს, თბილისს და სრულიად საქართველოს მივულოცო. მინდა საქართველოს მშვიდობა და განვითარება ვუსურვო“- აღნისნა გაბუნიამ.

















