logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“  საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
17:10 06.12.2019

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" საარჩევნო სისტემის ე.წ. "გერმანულ მოდელთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მოგეხსენებათ, რომ "დამოუკიდებელი დეპუტატების" ფრაქციის თითოეულმა წევრმა მხარი დავუჭირეთ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს.


ვთვლით, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობდა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებული პოლარიზაციის შემცირებას.

სწორედ მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციის გამო ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ თავს იკავებს არჩევნებში მონაწილეობისაგან ან იძულებულია ხმა მისცეს არა მისთვის სასურველ ძალას, არამედ მისთვის კატეგორიულად მიუღებელი პარტიის საწინააღმდეგოდ.


ჩვენ მოსახლეობას უნდა მიეცეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უფრო ფართო პოლიტიკური სპექტრიდან. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა.


ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" დღესაც მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ სამართლებრივ ინიციატივას, რომელიც შეამცირებს პოლიტიკური პოლარიზაციის რისკებს და გაზრდის საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ პლურალიზმს.

საარჩევნო სისტემის ე. წ. "გერმანულ მოდელთან" დაკავშირებით იკვეთება არაერთი სამართლებრივი შეკითხვა და ფიქსირდება ურთიერთგამომრიცხველი პოზიციები თავად კონსტიტუციონალისტებს შორის. საინტერესოა ეუთო-სა და ვენეციის კომისიის მოსაზრებები აღნიშნულ მოდელთან დაკავშირებით.


ჩვენი ფრაქციის საბოლოო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის "გერმანულ მოდელთან" ან მის სხვა ადაპტირებულ ვერსიასთან დაკავშირებით დიდად იქნება დამოკიდებული ეუთო-სა და ვენეციის კომისიის დასკვნებზე.


ამასთან, ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" ვგეგმავთ დამატებითი კონსულტაციების გამართვას საპარლამენტო ფრაქციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, კონსტიტუციონალისტებთან და საარჩევნო სისტემის ექსპერტებთან"- ნათქვამია განცხადებაში.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა