logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენი ქვეყნის მომავალი  ევროპულ ოჯახში ინტეგრაციზე დგას
გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპულ ოჯახში ინტეგრაციზე დგას
16:23 06.12.2019
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნების’’ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტძემ განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნების’’ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანად გახდომასთან დაკავშირებით, საზეიმო კვირეული იმართება.

ჩაკვეტაძე აღნიშნავს, რომ სწორედ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე დგას საქართველოს მომავალი.

,,მიგვაჩნია, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამაზე მეტყველებს განსაზღვრული 4 პრიორიტეტიდან მეოთხე პრიორიტეტი, რაც ახალგაზრდების ჩართულობას გულისხმობს. სწორედ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი და ეს ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია.

გვსურს, წინასწარ გაცნობოთ, რომ 14 დეკემბერს, შაბათს, ჩვენი ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართება, რაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს.

ამ დღის აღსანიშნავად, რა თქმა უნდა, ჩვენი თანატოლები და თანაგუნდელები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან და ყველა ხარჯს , მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯს საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს.

ბუნებრივია, ნებისმიერ მოქალაქეს, ვისთვისაც აღნიშნული მოვლენა მნიშვნელობას ატარებს და მხარს უჭერს ,,ქართულ ოცნებას” , მის ევროპულ კურსს, შეუძლია შემოგვიერთდეს. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის და ზოგადად, ნებისმიერი მოქალაქის ამ ღონისძიებაზე დასწრებას და საზეიმო ღონისძიების აღნიშვნას. ‘’ - აცხადებს გიორგი ჩაკვეტაძე.

მან ასევე განაცხადა, რომ იმედი აქვს, პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალები საფრთხეს არ შეუქმნიან ამ ღონისძიებას და თავს შეიკავებენ პროვოკაციისგან.

,,ასევე, გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისაგან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმატების აღნიშვნას და დასავლური ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას , საფრთხე არ შეექმნას.

იმედი გვაქვს, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა შემოგვიერთდება, ბევრი ახალგაზრდა შემოგვიერთდება ამ საზეიმო ღონისძიებაზე , რათა ჩვენი თაობის განსაკუთრებული წვლილი მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში. ამას ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი ინტეგრაცია ნამდვილად ადასტურებს.’’ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა