საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს კახეთის რეგიონში წარადგენს.
როგორც „ნიუსპრესს მმართველის პარტიის პრესსამსახურში განუცხადებს, მაჟორიტარობის კანდიდატები სიღნაღში, საგარეჯოსა და გურჯაანში დასახელდებიან.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ კანდიდატები საჩხერის, ხონის, წყალტუბოსა და ჭიათურის მოსახლეობას წარუდგინა.
საჩხერეში საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად ზურაბ ცერცვაძე იბრძოლებს, ხონში - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მოქმედი დეპუტატი დავით ჭავჭანიძე იქნება, წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი აკაკი ბობოხიძეა, ხოლო ჭიათურაში გოგი ჩიკვილაძე.

















