logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა
14:01 06.12.2019
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან, მარტინ შუეპთან და ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ოპერაციების კოორდინატორთან, ნიკოლას ფლორისთან.

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანანო დაკავების შესახებ განახლებული ინფორმაციის გაცვლა.

ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ არსებულ საგანგაშო მდგომარეობას. მან შეშფოთება გამოთქვა ბოლო დროს საოკუპაციო რეჟიმის გახშირებული პროვოკაციული მოქმედებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

შეხვედრის ფარგლებში, წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა განახლებული ინფომრაცია მიაწოდეს საქართველოს წარმომადგენელს ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით ICRC-ს აქტიური ჩართულობის თაობაზე და განაცხადეს რომ რეგულარულ რეჟიმში, ორკვირიანი ინტერვალით განაგრძობენ მის მონახულებას. მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ ყოველდღიური კავშირი აღნიშნულ საკითხზე და მოვლენების განვითარების კვალდაკვალ გაცვალონ ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ICRC-ს წარმომადგენლებთან აღნიშნულ საკითხზე ვიქტორ დოლიძემ პირველი შეხვედრა ა.წ. 18 ნოემბერს გამართა.

საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაკავების შესახებ ვიქტორ დოლიძემ ასევე შეხვედრები გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) პრეზიდენტთან პიტერ მაურერთან, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის (OHCHR) ამერიკის, ევროპისა და ცენტრალური აზიის სექციის ხელმძღვანელთან, ხოსე მარია არანასთან, ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ანჯელა ლი როსისთან, ჟენევაში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლობის ადამიანის უფლებათა სექციის ხელმძღვანელთან, ბელა სზომბატისთან, ჟენევაში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელთან, მარკ კასაირთან და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების შესახებ სპეციალურ მომხსენებელთან, სესილია ხიმენეს-დამარისთან.

ვიქტორ დოლიძემ მათ მიაწოდა საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ ინფომრაცია და ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების დროული და ეფექტური რეაგირების აუცილებლობაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა